ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, აძლევს სასარგებლო რჩევებს და მათგან საჭირო ინფორმაციას თავადაც იღებს.
ამჯერად ნუკი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს და წონაში კლების შესახებ საუბრობს: „ჩემი მაქსიმალური წონა არის 64 კილო, ახლა ვარ 58,700. დავიკელი დიეტით და სწორი კვებით. ამ თემაზე ცალკე უნდა ვისაუბრო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დიეტა გამომიცდია“ - განმარტავს ის. ნუკი საკუთარი გარეგნობის შესახებაც საუბრობს: „ტუჩები დიდი ხნის წინ დავიბერე და აღარ დამიმატებია. წესით, გასული უნდა იყოს უკვე, მაგრამ ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, აშკარად არ არის გასული“.
როგორც ცნობილია, ნუკიმ და მისი ოჯახის წევრებმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანეს. გამომწერები მას კითხვებს ამ თემაზეც უსვამენ: „სიმპტომები მქონდა, სიცხე, ხველა, სხვა განსაკუთრებული არაფერი“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>