რჩევები

როგორ მოვამზადოთ თმა შემოდგომის გრილი ამინდებისთვის - ხუთი რჩევა თმის გამოფიტვის, მტვრევისა და სხვა დაზიანების წინააღმდეგ

როგორ მოვამზადოთ თმა შემოდგომის გრილი ამინდებისთვის - ხუთი რჩევა თმის გამოფიტვის, მტვრევისა და სხვა დაზიანების წინააღმდეგ
ძალიან მალე ცხელ ზაფხულს გრილი, ყვითელ-წითელი შემოდგომა ჩაანაცვლებს, დროა ნელ-ნელა გარდერობი, სახისა და კანის მოვლის რუტინები და საზაფხულო ჩვევები დავივიწყოთ და შემოდგომის გრილ ამინდებს მომზადებულები დავხვდეთ. სანამ აგვისტოს გავაცილებთ რამდენიმე მარტივი რჩევა უნდა გაგიზიაროთ, იმისთვის რომ შემოდგომაზე თქვენი თმა გამოფიტვას, მტვრევასა და სხვა სახის დაზიანებას გადაურჩეს.

დაიტენიანეთ ის

დროა დაბანისას შამპუნთან ერთად თმის დამატენიანებელი ნიღაბიც გამოიყენოთ, რადგან შემოდგომას ქარი ახასიათებს, ქარი კი სკალპს აშრობს და თმას ასუსტებს. თუ თმას დაბანის დროს საკმარისად დაიტენიანებთ მთელი შემოდგომა
თქვენ ჯანსაღი და მბზინვარე თმა გექნებათ.



გამოიყენეთ ზეთები და მსუბუქი კარაქები

მხოლოდ ნიღაბი და დაბანის დროს დატენიანება საკმარისი არაა, საჭიროა შემოდგომის მოსვლამდე თმას დამატებით მსუბუქი ზეთებიც დაახმაროთ, მაგალითად არგანი, ჟოჟობა ყველა ის ზეთი, რომელიც თმის ბოლოებსა და ძირებს გაამაგრებს.

ძლიერი კონდიციონერი გჭირდებათ

კონდიციონერს თმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შემოდგომისთვის კი ძლიერი კონდიციონერია საჭირო, თქვენ თმა უკიდურესი სიცხიდან სიგრილისთვის უნდა მოამზადოთ.



შეიჭერით თმა

თმის შეჭრა რომ ჯანსაღი თმის საწინდარია ეს ყველამ ვიცით, შემოდგომაზე  თმას აუცილებლად სჭირდება განახლება, შეიჭერით თმის ბოლოები ზაფხულის დასრულებამდე და ცოტა სიმსუბუქე მიანიჭეთ თმას.

სვით ბევრი წყალი

დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა არა მარტო სახის კანს წმენდს არამედ ატენიანებს თმის ძირებსაც. დაიწყეთ წყლის დალევა და შეხვდით შემოდგომას მომზადებული, ეს პატარა რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93