რჩევები

5 რჩევა, როგორ უნდა შეცვალოთ კანის მოვლის რუტინა შემოდგომაზე

5 რჩევა, როგორ უნდა შეცვალოთ კანის მოვლის რუტინა შემოდგომაზე
შემოდგომის მოსვლასთან ერთად დროა, კანის ყოველდღიური რუტინა ამინდებისა და სეზონის შესაბამისად გადავაწყოთ. ძლიერი მზისგან დამცავი და თხელი დამატენიანებლები გვერდით გადადეთ და თაროზე საშემოდგომო პრდუქტები შემოაწყვეთ.

გამოიყნეთ კოლაგენი და ალოე

კანის დატენიანებისთივს ისეთი პროდუქტები შეარჩიეთ რომელშიც კოლაგენი, ალოე და სხვა სუპერ დამატენიანებელი ინგრედიენტები იქნება, რადგან შემოდგომაზე კანი შრება და მის დასაცავად ძლიერი დამატენიანებელია საჭირო.



გამოიყენეთ თვალის კრემი და ტუჩის დამცავი

კანის ძლიერი დამატენიანებლის გარდა, სახის მოვლის შემდგომის რუტინას თვალების ქვეშ დამატენიანებელი კრემი და ტუჩის ბალმი უნდა
დაამატოთ. თვალის ქვეშ კანის თხელი და მშრალი ზონაა, ქარიან და გრილ ამინდებში მას მოფრთხილება სჭირდება.

დაიტენიანეთ დღეში ორჯერ თვალის ქვეშ უპეები და გამოიყენეთ ტუჩის ბალმი.

არ გამოიყენოთ ექსფოლიატორები და რეტინოლი ხშირად

შემოდგომა ის სეზონია, როდესაც ამქერცლავი ნიღბების ხშირი გამოყენება, რეტინოლისა და ექსფოლიატორის გამოყენების სიხშირე უნდა დააბალანსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამომშრალ კანს, დამსკდარ ზედაპირებს და მუდმივ გამონაყარს ვერ გადაურჩებით



განაგრძეთ მზისგან დამცავის გამოყენება

ზაფხული აღარ არის, თუმცა მზე არსად წასულა და არც მისი მავნებლური თვისებები გამქრალა. განაგრძეთ მზისგან დამცავის გამოყენება, თუმცა უფრო დაბალი SPF-ის შემცველობით, მაგალითად, SPF15 და SPF30 სრულიად მისაღებია.

არ დაგავიწყდეთ ვიტამინი C

ვიტამინი C ორმაგად დადებითად მოქმედებს ცივ დღეებში, ის ეხმარევა SPF-ს ებრძოლოს მზის მავნებელ სხივებს ამავდროუოლად აჯანსაღებს და იცავს კანს შემოდგომის მშრალ დღეებში.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93