რჩევები

სახის კანის მოვლა

 სახის კანის მოვლა
ქალის სახეზე არსებული ყვითელი ლაქები განიკურნება, თუ ყოველდღე მიიღებთ 1 ჩ/კ დაფქულ ბარდას.

სახეზე ფართო ფორების, ცხიმიანი სებორეისა და ეგზემის დროს უნდა ვიხმაროთ სათრიმლაო, სადეზინფექციო მცენარეები - მარწყვაბალახას ძირები, ფარსმანდუკი, შვიტა, სალბი, კრაზანა. ქალის სახეზე არსებული ყვითელი ლაქები განიკურნება, თუ ყოველდღე მიიღებთ 1 ჩ/კ დაფქულ ბარდას.

ხენდროს რბილობი - ეფექტიანია ფერიმჭამელების საწინააღმდეგოდ და პიგმენტური ლაქების გასაუფერულებლად.
თესლიანად დაფქული მატიტელა სახეს ნაწიბურებს მოაშორებს, მოსპობს ჭორფლსა და დიდი ხნის სისხლნაჟღენთს, ხოლო მატიტელას სახვევით გაიწოვება მკვრივი სიმსივნეც.

თუკი
მშობიარობის შემდეგ სახეზე პიგმენტური ლაქები დაგრჩათ, ასე უნდა მოიქცეთ: არაპასტერიზებული რძის 3 ნაწილს შეურიეთ სუფთა სპირტის 1 ნაწილი და ნაზავი ღამით სახეზე შეიზილეთ.

გარუჯული ან ქარისგან აქერცლილი სახის კანს შემდეგნაირად უნდა მოუაროთ: სახეზე სქლად დაიდეთ კვერცხის გული, როდესაც გული შეშრება, წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ.

კანის შესივებისა და გაღიზიანების დროს: 1 მუჭა ვარდის ფურცელს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 30 წუთს ასე გააჩერეთ. ცივი ნაყენით სახე დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ. ამ ნაყენისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ყინულის კუბები და დაიზილოთ მკერდი, სახე და კისერი.

ნაოჭების მოსაცილებლად: ერთმანეთს შეურიეთ 1 ს/კ ჟოლოს ფოთლები და ცაცხვის ყვავილები, წამოადუღეთ, შეფუთეთ და 30 წთ-ს ასე დატოვეთ. შემდეგ მიღებული ნაყენი სპეციალურ ფორმაში ჩაასხით და საყინულეში შედგით. მიღებული ყინულის კუბით სახე ძილის წინ დაიზილეთ.

სახიდან ლაქებს მოგაცილებთ გვერდელას ძირებისგან დამზადებულ წვენში დასველებული ტამპონი, რომლითაც სახე უნდა გაიწმინდოთ.

მობერებულ კანს ძალიან უხდება სვიის გირჩის, ქერის ნახარშის, არყის ხის ფოთლებისა და მრავალძარღვასგან დამზადებული ნახარშის სველი საფენები.

ნახარში: 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი დაასხით 1 ს/კ ამ ინგრედიენტებს, ნელ ცეცხლზე 5 წთ-ით გაათბეთ, შემდეგ 15 წთ დადგით და გადაწურეთ. ნაყენი: 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი დაასხით 1 ს/კ ნედლეულს და 30 წთ დადგით.

თუ კანი ზედმეტად ცხიმიანი გაქვთ, 100 გ გახეხილ ისპანახის ძირებს დაამატეთ 1 ჩ/კ გლიცერინი. კარგად აურიეთ და მიღებული მალამო სახეზე 40 წუთის შემდეგ დაიდეთ.

მოიცილეთ წინასწარ დამზადებული წყლით, რომელშიც დამატებული იქნება ლიმონის წვენი. ამის შემდეგ სახეზე წაისვით თანაბარი რაოდენობის ნაზავი - სასაქმებელი ზეთი, ძვლის ცხიმი და მარმუჭის წვენი.

კანს რომ ახალგაზრდობა და სიცოცხლე დაუბრუნოთ, ამისთვის დღეში 2-ჯერ 1 ს/კ ხაჭოს შეურიეთ 1 ჩ/კ ზღვის მარილი და ეს ნაზავი სახეზე 15-20 წუთით დაიდეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პროცედურა ცივი წყლით დაამთავრეთ.

სახის კანის გასაწმენდად: 1/2 ჭიქა ნაღებს ან არაჟანს დაამატეთ 1 ს/კ მარილი და მიღებული მასა ძლიერი, წრიული მოძრაობით სახეზე შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. გააკეთეთ დღეში 1-2-ჯერ.

სახეს ათეთრებს, კვებავს და ცხიმოვან ფორებს წმენდს ნიღაბი, დამზადებული 1 მწიფე პომიდვრის რბილობისგან, რომელიც უნდა დავიდოთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და 15-20 წთ გავიჩეროთ.

ასევე კარგია ხენდროსა და მარწყვის გამოყენებაც. ტუალეტის წყალი სახისთვის

დილით და საღამოს ცხიმიანი კანი გაიწმინდეთ ტუალეტის წყლით, რომელიც შეგიძლიათ დაამზადოთ მინერალური წყლისა და ჩაის სოკოს ნაყენის თანაბარი რაოდენობით.

ვარდის ლოსიონი

ვარდის ლოსიონი შემდეგნაირად მზადდება: 1/2 ჭიქა ჩაის სოკოს ნაყენს დაამატებთ 5 ს/კ მინერალურ წყალს. ეს ნაზავი დაასხით ერთ მუჭა გამხმარ ვარდის ფურცელს და ბნელ, გრილ ადგილას 2-3 კვირას შეინახეთ.

ამის შემდეგ ლოსიონიც მზად იქნება. ეს ლოსიონი კარგად მოქმედებს ცხიმიან და არაჯანსაღ კანზე.

სახის კანის გაწმენდა

თავდაპირველად სახე კოსმეტიკური რძით გაიწმინდეთ. დაასველეთ პატარა ზომის ხაოიანი პირსახოცი თბილ წყალში, ოდნავ გაწურეთ და სახეზე 1-2 წუთით მიიდეთ.

ტილოს ხელსახოცი დაასველეთ ჩაის სოკოს ნაყენში და სახეზე დაიდეთ. ზემოდან პირსახოცი დააფარეთ. 5 წუთის შემდეგ პირსახოცი და ხელსახოცი მოიცილეთ, სახე თბილი წყლით დაიბანეთ და ენერგიულად დაიზილეთ ნამიანი პირსახოცით. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ, საღამოს ჩაიტარეთ.

ჟურნალი "ბომონდი"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ანა
მეც მაინტერესებს სოკოს ნაყენის დამზადება.
17:33 / 29-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
სად შეიძლება შევიძინოთ ან როგორ შეიძლება დავამზადოთ ჩაის სოკოს ნაყენი?
12:31 / 02-05-2012
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93