მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და, ასევე, დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.
როგორც ჩანს, ნანუკა გოგიჩაიშვილი უამრავ კითხვას იღებს ორსულობასა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. ის ამჯერად გამომწერებს სასარგებლო ინფორმაციას სტრიების შესახებ აწვდის: „ვინაიდან ბევრი კითხვაა სტრიებთან დაკავშირებით, აქ ვწერ. მთელი ორსულობის პერიოდში დილას ნახევარი ლიტრი წყლით ვიწყებდი უზმოზე, 15-20 წუთის შემდეგ ვჭამდი. ვინაიდან, ისედაც 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ, არ გამჭირვებია, თან ამ პერიოდში, როცა ორგანიზმში ცვლილებები მიდის, წყალი, მართლაც, სიცოცხლის წყაროა და შიგნიდანაც მთლიანად მოვრწყე ორგანიზმი. გასაგებია, კანს ელასტიკურობა და ჰიდრატაცია რომ სჭირდება, პირველ რიგში, შიგნიდან და შემდეგ გარედან, კანი რომ არ გასკდეს და სტრია არ გაჩნდეს. გარედან ვისვამდი „კლარინსის“ ზეთს და კრემს კვირაში ორჯერ, ზოგჯერ ესეც მავიწყდებოდა. ეს ერთადერთი რამ იყო, რასაც გარედან ვხმარობდი.
პ.ს. რაც შეეხება ვარჯიშს, სამწუხაროდ, არც ერთი დღე არ მივარჯიშია, თუმცა ფეხით გადავიარე მთელი ქვეყანა, ბევრს დავდიოდი დილის საათებში ჰაერზე“ - წერს ნანუკა.