რჩევები

დაფნის ფოთლები ცხიმიანი, ნორმალური ხვეული თმისთვის და ნიღაბი თმის სწრაფად გასაზრდელად

დაფნის ფოთლები ცხიმიანი, ნორმალური ხვეული თმისთვის და ნიღაბი თმის სწრაფად გასაზრდელად
ალბათ გსმენიათ დაფნის სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი ბევრი წვნიანისთვის შეუცვლელი ინგრედიენტიც კია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი გამოყენება კოსმეტიკაშიც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მას შეუძლია ძვირად ღირებული სალონური მომსახურებიც კი ჩაანაცვლოს.


დაფნა განსაკუთრებით სასარგებლოა თმისთვის. იგი მდიდარია A, B, C და PP ვიტამინებით. ასევე, შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, ტანინებს.


პროდუქტები, რომელთა ინგრედიენტიც დაფნაა:


• აშორებს ქერტლს;

• თმას ხდის ბზინვარესა და ნაზს;

• ხელს უშლის თმის ცვენას;

• თმის ღერებს ასუფთავებს მავნე ნივთიერებებისგან;

წმენდს სკალპს;

• ხელს უშლის თმის ძირების გაღიზიანებას, სკალპის ქავილსა და სიწითლეს.

ნიღაბი თმის ზრდისთვის

დაფნის 7 ფოთოლი დაჭერით და დაუმატეთ 4 სკ ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ ბნელ ადგილას 7-10 დღის განმავლობაში. შეიზილეთ სკალპზე და გაიჩერეთ მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში, თმა შეიხვიეთ აბაზანის ქუდით ან ცელოფნით. ბოლოს შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93