ცნობილი სახეები ყოველდღიურად აქვეყნებენ ელეგანტურ სელფებს სოციალურ ქსელებში, იყენებენ ფილტრებს და არ მალავენ, რომ ზოგჯერ პლასტიკურ ქირურგებსაც მიმართავენ. სულ უფრო მეტი გოგო ცდილობს, დაემსგავსოს სოციალურ ქსელში პოპულარულ ინფლუენსერებსა თუ უბრალოდ ბლოგერებს, თუმცა ავიწყდებათ, რომ „მდიდარი გოგოს სახე“, ანუ სილამაზის თანამედროვე სტანდარტები, სხვა რამეს გვკარნახობს.
როგორია „მდიდარი გოგოს სახე“?
ეს ტერმინი შემოვიდა და დამკვიდრდა 2019 წელს დიდი ბრიტანეთის პლასტიკური ქირურგის, დირკ კრემერის მიერ. „მდიდარი გოგოს სახე“ გულისხმობს მისწრაფებას, ვიყოთ მოვლილები, გვქონდეს იდეალური სახის კანი და ნაკვთები, მაგრამ არ ვიყოთ ვულგარულები. "მდიდარი გოგონას სახეს" ახასიათებს მაღალი და მკვეთრი ყვრიმალები, დიდი, გამომხატველი თვალები, სავსე ტუჩები, ხშირი წამწამები, სახის მკაფიო "კუთხეები", თანაბარი და თეთრი კბილები, გლუვი, კაშკაშა კანი. „მდიდარი გოგონას სახე“ მისი სტატუსის დემონსტრირებაა. თითქმის აღარავინ მალავს პლასტიკურ ოპერაციებსა და ხელოვნურ ფორმებს, პირიქით, ეს ტრენდადაც კი იქცა. პლასტიკური ოპერაციები ძვირია, ისევე, როგორც კოსმეტიკური პროცედურების კურსი. როგორც წესი, ჩარევა ერთჯერადი არასდროსაა და ერთხელ ჩატარებულ პროცედურას კორექცია ხშირად სჭირდება. ასე რომ, ეს ქალის ფინანსურ კეთილდღეობასაც უსვამს ხაზს.
მბზინავი კანი
ყოველთვის, როცა ფოტოში იდეალურ კანს დაინახავთ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს განათების ან ფოტოშოპის დამსახურებაა. ქალები უამრავ ფულს იხიდიან იმაში, რომ მათი კანი მბზინავი და პრიალა იყოს. ამის ნათელი მაგალითია ბელა ჰადიდის, კაილი ჯენერის, კიმ კარდაშიანის, ემილი რატაკოვსკის, როზი ჰიტინგტონ-უაითლისა და სხვა ცნობილი სახეების კანი. შრატები, კრემები და ნიღბები საკმარისი არ არის, იდეალური კანისთვის სხვადასხვა სალონური პროცედურის ჩატარებაა საჭირო. თუ სასურველ შედეგს მიაღწევთ, ტონალურისა და BB კრემის გამოყენება შეიძლება აღარც კი დაგჭირდეთ.
დახვეწილი ტუჩები
„მდიდარი გოგოს სახის“ აუცილებელი ნაწილი დიდი, სავსე ტუჩებია. მიუხედავად ამისა, ზედმეტი ხელოვნურობა და არაბუნებრიობა ვულგარულობაში არ უნდა გადაიზარდოს, ზომიერების დაცვა გადამწყვეტია. ინიექციის შეყვანის დროს მნიშვნელოვანია, არჩევანი გააკეთოთ ხარისხიან და უსაფრთხო პროდუქტზე და გაითვალისწინოთ თქვენი სახის პროპორციები. ამით უზრუნველყოფთ იდეალურ შედეგს.
მკვეთრი ყვრიმალები
ბევრი გოგო ოცნებობს ანჯელინა ჯოლის ნაკვთებზე. ამიტომ ზოგიერთ სალონს აქვს ცალკე პროცედურა - ჯოლის პროფილი. მაღალი და მკვეთრი ყვრიმალები სახეს უფრო მეტ არისტოკრატულობასა და დახვეწილობას სძენს. ასეთი ნაკვთების მისაღებას უამრავი ცნობილი სახე იტარებს ბიშექტომიას, შედეგის შენარჩუნებისთვის კი ყოველ 6-12 თვეში ერთხელ კორექციას მიმართავს. ამ პროცედურის საშუალებით სახე მთლიანად იცვლება და მეტ გამომსახველობას იძენს.
მეტყველი თვალები
„მდიდარი გოგოს სახის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია თვალები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წარბებს. უპირატესობა მიანიჭეთ სქელ წარბს. იზრუნეთ წამწამების გახშირებაზეც. ეს თქვენს მზერას უფრო მეტყველსა და საინტერესოს გახდის.
მაკიაჟი და კანის მოვლა
იმისთვის, რომ კაილი ჯენერი ან ბელა ჰადიდი გახდეთ, სულაც არ არის საჭირო, გაიკეთოთ ძვირად ღირებული ოპერაციები. უფრო მარტივია, ეს ყველაფერი მაკიაჟის საშუალებით მოახერხოთ. სწორი კონტურების გაკეთებით თქვენ სქელი წარბის გამოჩენასაც შეძლებთ და თხელი ყვრიმალებისაც. ყოველდღიური მაკიაჟის გამოყენებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანის სწორად მოვლა. პილინგის გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. კოსმეტიკური ბრენდები აწარმოებენ არააგრესიულ ფორმულებს, რომლებიც დაფუძნებულია რძემჟავის, ნუშის, ხილის, სალიცილის, აზელაინის მჟავებზე, მაგრამ უფრო დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე პროფესიონალური პროდუქტები. სახლის პილინგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვეში რამდენჯერმე (ზოგი კვირაში ერთხელ), ხოლო სალონის პილინგი - 5-6 თვეში ერთხელ. შედეგად, თქვენ მიიღებთ სრულყოფილ, გლუვ და თანაბარ კანს ცხიმოვანი წარმონაქმნების გარეშე.
ასე რომ, თუ გსურთ, გქონდეთ „მდიდარი გოგოს სახე“, არ არის აუცილებელი, სალონის რიგში ჩადგეთ. მთავარი მონდომება და მარჯვე ხელია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>