რჩევები

„აღმოვაჩინე სუპერმეთოდი ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ორი თვის შემდეგ ნაოჭი გამისწორდა... სულ სხვანაირად გამოვიყურები მას შემდეგ” - მაია ასათიანი

მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და, წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი ცნობილი სახის სიყვარულის ისტორია მოუსმენია, საკუთარზე ხმამაღლა საუბრისგან ტელეწამყვანი ამ დრომდე თავს იკავებს.


ამჯერად მაია გამომწერებსა და გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ ესაუბრება. როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ეს ძალიან მოსწონს: „რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე და, სიმართლე გითხრათ,
ძალიან მიხარია, რადგან აღარ მჭირდება ბოტოქსი“ - ამბობს ის.

მაია ასათიანმა კვების რაციონზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მუდმივად ერთგვაროვანი საკვების მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, საჭიროა, ზოგჯერ თავს ტკბილეულის მიღების უფლებაც მივცეთ. გარდა ამისა, ტელეწამყვანმა გულშემატკივრებს აჩვენა პროდუქტები, რომელთა საშუალებითაც ის სახის კანს უვლის. როგორც აღმოჩნდა, მისი საყვარელი საშუალება C ვიტამინია და მის გამოყენებას სხვებსაც ურჩევს.

ასათიანმა მაყურებლებს სასარგებლო რჩევაც გაუზიარა: წავიკითხე ინტერნეტში და მერე კარგად შევისწავლე. მე სულ მძინავს მუცელზე, ბალიში მაქვს სახეზე. თურმე, ყველაზე სასარგებლო სახის კანისთვის არის, როცა გძინავთ ზურგზე. ეს თავიდან ძალიან რთულია, მაგრამ მიჩვევა უნდა, თუმცა ორი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ნაოჭი გამისწორდა. სახე არის მოსვენებულ მდგომარეობაში, საოცარი შედეგი მაქვს, ძალიან მომწონს, სულ სხვანაირად გამოვიყურები მას შემდეგ და ყველას გირჩევთ“ - ამბობს მაია ასათიანი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93