თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა ფაცაცია გამომწერებს საკუთარ სამუშაო მაგიდასა და იმ პროდუქტებს უჩვენებს, რომელთაც ის მაკიაჟის გასაკეთებლად იყენებს. როგორც ჩანს, თიკა არ ერიდება ექსპერიმენტებს და სხვადასხვა ტონის შერევით სასურველ ფერებს იღებს. სწორედ ამიტომ იმსახურებს ყოველთვის დიდ მოწონებას მისი თვალის ჩრდილებისა და ტუჩსაცხის ფერები.