ამბობენ, რომ წყალი სიცოცხლის წყაროა, ადამიანის ორგანიზმი სითხის გარეშე ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, ეს ყველამ იცის. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას კანის სწორ დატენიანებასა და კვებას. სრულყოფილი, ჩვენთვის იდეალური ვარიანტის პოვნას ზოგჯერ წლები სჭირდება.
დღეს სამყაროში ცხოვრების ტემპი საგრძნობლადაა დაჩქარებული, ეკოლოგიური მდგომარეობა კი თანდათან უარესდება, შესაბამისად, უარესდება წყლის ხარისხიც. ასეთ დროს, კანის ბუნებრივ დამატენიანებელზე ფიქრი სავსებით სამართლიანი და ლოგიკურია. ძვირადღირებული სალონური პროცედურების ნაცვლად, საკუთარ სილამაზეზე მარიტივ ხერხებითაც შეგიძლიათ იზრუნოთ.
ზეითუნის ზეთი
ძალიან ხელმისაწვდომი და წარმოუდგენლად ეფექტური კანის მოვლის საშუალება. ზეითუნის ზეთში ლინოლის მჟავა ქმნის ბარიერს, რომელიც ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი შეიცავს ვიტამინ E-ს. ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ანეიტრალებენ კოლაგენს. წაისვით ზეთი კანზე და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ პროდუქტის დანარჩენი ნაწილი უბრალო წყლით. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა შეიძლება განმეორდეს ყოველდღე.
კაკაოს კარაქი
კაკაოს კარაქში შემავალი ანტიოქსიდანტები კარგად უმკლავდება ულტრაიისფერ სხივებს, ანეიტრალებს მათ. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი დამატენიანებელი დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი სიმშრალე. კანი სწრაფად იწოვს კაკაოს კარაქს, რომელიც, ასევე, ებრძვის მიკრობზარებს. პროდუქტის გამოყენება უფრო მეტ შედეგს მოიტანს, თუ ჯერ ოდნავ გაათბობთ ხელში. გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ სახე, შემდეგ შეიზილეთ კაკაოს კარაქი კანზე. მეტი ეფექტისთვის, დაიტოვეთ პროდუქტი ღამით და ჩამოიბანეთ წყლით დილით. ყოველდღიური გამოყენებისას შედეგს 2 კვირაში დაინახავთ.
შიის კარაქი
სილამაზის ამ საიდუმლოს პოვნა და შეძენა უკვე ყველასთვის შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ძვირია,შის კარაქი სრულად ამართლებს მის ღირებულებას. ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს E და A, ასევე კანისთვის აუცილებელ სხვა მიკროელემენტებს. აფრიკის კონტინენტზე ქალები ვერ წარმოიდგენენ კანის მოვლას ამ პროდუქტის გარეშე. გარდა ამისა, შიის კარაქი გამოიყენება დერმატიტის, მზის დამწვრობისა და ეგზემის სამკურნალოდ. გაათბეთ პროდუქტი ხელებში და შემდეგ წაისვით კანზე. თქვენი კანის ტიპის მიხედვით გამოიყენეთ შის კარაქი ყოველდღე ან ნიღბის სახით კვირაში ერთხელ.
თაფლი
ჩვენ კარგად ვიცით, რომ თაფლი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით გაციებისა პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ეს პროდუქტი კანსაც სჭირდება. უმარტივესი დამატენიანებელი ნიღბისთვის შეურიეთ თაფლი და რძე თანაბარი პროპორციით. წაისვით პროდუქტი სუფთა, მშრალ სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. თუ თქვენი კანი ძალიან მშრალია, შეგიძლიათ გაიჩეროთ ნახევარ საათამდე. თქვენი სახის დატენიანებისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად კვირაში რამდენჯერმე ჩაიტარეთ თაფლის პროცედურები.
ბანანი
არ იჩქაროთ შემორჩენილი ბანანის გადაგდება! გაშავებული ხილის გამოყენება შესაძლებელია კოსმეტოლოგიაში. ბანანში შემავალი ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით, შეგიძლიათ ებრძოლოთ ასაკთან დაკავშირებულ კანის ცვლილებებს. გააცალკევეთ ის კანისგან და გაჭყლიტეთ, სანამ არ მიიღებთ პიურეს მასას. წაისვით ბანანის მასა კანზე და ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ ერთი კოვზი თაფლი
ნაღები
მათი გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ ყავის ან კოქტეილის დასამზადებლად, არამედ კანის დამატენიანებლად. ეს პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. წაისვით ნაღები გაწმენდილ და მშრალ კანზე და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს დანამატებსა და კონსერვანტებს.
ავოკადო
ეს ხილი სულ უფრო ხშირად გვხვდება ჩვენს დიეტაში. ცნობილია ავოკადოს სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა ავოკადოს ვიტამინები ეხმარება კანს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში და აძლიერებს მის დამცავ თვისებებს. გაჭყლიტეთ რბილობი ჩანგლით და წაისვით გაწმენდილ კანზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ ხილი, როგორც დამატენიანებელი ნიღაბი ყოველდღე ან კვირაში ერთხელ, თქვენი კანის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ალოე ვერა
ეს მცენარე იმდენად ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რომ მის სარგებლიანობაზე საუბარი ზედმეტი იქნება. გახსენით ალოეს ფოთოლი, ამოიღეთ გელი და წაისვით კანზე 10 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში რამდენჯერმე. სურვილისამებრ, ალოეს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ათქვიფეთ ინგრედიენტები, სანამ არ გახდება ერთვაროვანი. ეს საშინაო საშუალება კარგად ინახება მაცივარში, როდესაც მოთავსებულია ჰერმეტულ კონტეინერში.