TikTok-ი და Instagram-ი სილამაზის ახალმა ტრენდმა დაიპყრო! ამჯერად თმის ჯერი დადგა და ახალ ტრენდს „თხევადი თმა“ ეწოდება.
რა არის "თხევადი თმა"?
ერთი შეხედვით, ფრაზა "თხევადი თმა" იწვევს ფიქრებს თმის სიმკვრივის პრობლემებზე, მაგრამ არ ინერვიულოთ, სილამაზის ახალი ტრენდი სულაც არ არის ამის შესახებ! მისი არსი მდგომარეობს არა თხელ თმაში, არამედ, პირიქით, ძალიან ჯანსაღ და მკვრივ თმაში, რომელიც ძალიან რბილი და დამყოლია, მოძრაობისას კი ზღვის ტალღების ეფექტს ქმნის. ალბათ, გინახავთ ვიდეოები სილამაზის სალონების გვერდებზე, სადაც ოსტატი თმას არხევს და ის მართლაც ტალღასავით იწყებს მოძრაობას. ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ჯანსაღი თმითაა შესაძლებელი.
ითვლება, რომ „თხევადი თმა“ „შუშის კანის“ ტრენდის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ „შუშის კანი“ გულისხმობს საკისებურ, პრიალა, მბრწყინავ კანს. ისევე, როგორც „თხევადი თმის“, „შუშის კანის“ ეფექტის მიღებაც შესაძლებელია სახლის პირობებში.
"თხევადი თმა": პროფესიონალური პროცედურები
კიმ კარდაშიანი, დუა ლიპა, არიანა გრანდე და ბევრი სხვა ცნობილი სახე მუდმივად მიმართავს ასეთ სტილს - როგორც ჩანს, ის ნებისმიერ იმიჯს ერწყმის! გსურთ მათი შედეგის გამეორება? უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენი თმა დაზიანებულია, ამისთვის გარკვეული ძალისხმევის გაწევა დაგჭირდებათ.
რა თქმა უნდა, უმარტივესი რამ არის სილამაზის სალონში წასვლა და თმის ბოტოქსის ან კერატინის გაკეთება. სწორედ ეს პრეცედურები იძლევა იმ შედეგს, რომელიც ასე თვალისმომჭრელია ყველა ქალისთვის, თუმცა თმის კერატინით გასწორება არც ისე უსაფრთხოა, როგორც სტილისტები ირწმუნებიან.
რა უნდა იცოდეთ კერატინით თმის გასწორების შესახებ: დადებითი და უარყოფითი მხარეები
ჯერ ერთი, ეს საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივი პროცედურაა: თუ თქვენი თმის სიგრძე მხრებამდეა, მოემზადეთ 4-6 საათის სალონში გასატარებლად. ზუსტად უნდა გესმოდეთ, მზად ხართ თუ არა რეგულარულად დახარჯოთ ფული და დრო კერატინზე. მეორეც, კერატინის ფორმულა ხშირად შეიცავს ფორმალდეჰიდს, რომლის ორთქლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის, თვალების გაღიზიანება და გულისრევაც კი - რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო სერიოზულ საფრთხეებზე, რასაც იწვევს ნივთიერების რეგულარული ზემოქმედების კუმულაციური ეფექტი. ნამდვილად გჭირდება ეს? უნდა იცოდეთ ისიც, რომ კერატინისა და მსგავსი პროცედურების შემდეგ თმის ხშირი დაბანა რეკომენდებული არ არის, თუმცა ვინაიდან თმა კარგავს მოცულობას და სწრაფად ჭუჭყიანდება, ამას გვერდს ვერ აუვლით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თმის ამ გზით გასწორების შემდეგ შეჭრა ან შეღებვა გაცილებით რთულია და ზოგიერთმა ოსტატმა შეიძლება, უარიც კი გითხრათ. კერატინიანი თმის მოვლა რომ გაცილებით ძვირი სიამოვნებაა და თქვენი თმის მოვლის პროდუქტების კალათის სრულად განახლებას მოითხოვს, ეს ალბათ უკვე იცით, თუმცა ის არ გეცოდინებათ, რომ აუზზე სიარულისგან თავის შეკავება მოგიწევთ, რადგან კერატინი აუზის წყლით გაცილებით სწრაფად ჩამოირეცხება.
"თხევადი თმა": სახლის პროცედურები
საბედნიეროდ, სახლის მოვლა ასევე დაგეხმარებათ შექმნათ უნაკლო „თხევადი თმის“ იერი. დიახ, ეს რეალურია! თუ გსურთ მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფი ეფექტი, მაშინ რეცეპტი იქნება ასეთი: