რჩევები

„გადის წლები და გვგონია, ისევ ისეა ყველაფერი....ჩემი შეცდომები იქნებ გამოგადგეთ“ - თიკა ფაცაცია გამომწერებს მიმართავს

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.



ამჯერად თიკა ფაცაცია გამომწერებს თავის მოვლის შესახებ რჩევებს უზიარებს და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს: „როგორც წესი, გავარკვევთ, რა ტიპის სახის კანი გვაქვს, გადის წლები და გვგონია, ისევ ისეა ყველაფერი.... სულაც არ ყოფილა საქმე ასე, ვიცოდი, რომ შრალი კანი მქონდა,
დაბანის შემდეგ სასწრაფოდ მთხოვდა საცხის წასმას კანი და ამის გამო მეგონა ასე. მაშინ დამემსხვრა ეს ხედვა, როცა მითხრეს, კომბინირებული კანი გაქვსო. ხოდა, დღეს ხელახლა გავიკეთე დიაგნოსტიკა და შეუცვლია ხასიათი, ახლა უკვე ცხიმისკენ მიდრეკილი გამხდარა... იცით, რატომაა ამის მონიტორინგი საჭირო? აი, ჩემსავით რომ არ ისვათ არასწორი საცხები და არ გაამწვავოთ პრობლემები სახეზე. ჩემი შეცდომები იქნებ გამოგადგეთ“ - წერს თიკა ფაცაცია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93