რჩევები

5 ხრიკი, როგორ არ მოვიმატოთ ზედმეტი კილოგრამები ზამთარში

5 ხრიკი, როგორ არ მოვიმატოთ ზედმეტი კილოგრამები ზამთარში
Exeter-ის უნივერსიტეტის კვლევამ დაადასტურა, რომ ზამთარში გადაჭარბებული კვება და ცივ თვეებში საკვების შესახებ მუდმივი ფიქრი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური აგებულებით. შემოდგომა-ზამთარი ძველად იყო სეზონი, როცა საკვების რაოდენობა შედარებით იკლებდა, ოჯახებს ზამთრის მარაგის გაკეთება და ბევრი შრომა უწევდათ, ამიტომ ისინი გაუცნობიერებლად ცდილობდნენ, საკმარისი საკვები მიეღოთ, რაც ჩვეულებრივზე უფრო მეტი საჭმლის მირთმევას გულისხმობდა. დროთა განმავლობაში, კვების ასეთი რუტინა ჩვევად იქცა და გენეტიკურ ქცევად ჩამოყალიბდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა გავამართლოთ გვიან ღამით ტკბილეულის ჭამა
ზამთარში ამ მიზეზით, რადგან ჩვენი წინაპრები ნაკლები საკვების გამო უფრო მეტს ნადირობდნენ და უფრო მეტ კალორიასაც ხარჯავდნენ.
ცივ სეზონზე წონის კონტროლისთვის სულაც არ არის საჭირო მკაცრი დიეტა და აკრძალვები. უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე დეტალს:

1. ლანჩის ან სადილის წინ – დაბალკალორიული წვნიანი
თუ დავიმოწმებთ პენის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევას, უნდა ვთქვათ, რომ თუ ლანჩამდე ან სადილამდე მიირთმევთ მსუბუქი სუპის მცირე პორციას, მაშინ მის შემდეგ შეჭამთ გაცილებით ნაკლებ კალორიას, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი - როგორც კვლევებმა აჩვენა, განსხვავება იქნება დაახლოებით 20 პროცენტი, რაც ზედმეტ კილოგრამებს თავიდან აგაცილებთ.
შენიშვნა: შეეცადეთ, აირჩიოთ დაბალკალორიული წვნიანი ან მარტივი ბულიონი - გემრიელი, მაგრამ ძალიან მაღალკალორიული კრემ-სუპები ნაღებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგიანი იქნება.

2. როცა გშიათ, მაგრამ არ იცით, რა გინდათ, დალიეთ მცენარეული ჩაი
როგორც კი თერმომეტრის მაჩვენებლები ნულს ქვემოთ დაეცემა, ჩვენ წყურვილის შეგრძნება გვიმცირდება. სითხის შემცირების გამო ორგანიზმი სტრესს განიცდის, თუმცა თქვენ ამის შესახებ შეიძლება ვერც კი გაიგოთ. სწორედ ამისგანაა გამოწვეული მუდმივი შიმშილი, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. სცადეთ, ამ დროს დალიოთ მცენარეული ჩაი და ამით ზედმეტი კილოგრამების მომატებასაც შეუშლით ხელს.

3. დალიეთ ცივი წყალი
სიცივეში ცივი წყალი? არა, ეს ხუმრობა სულაც არაა. უფრო მეტიც, ორგანიზმი მადლობას გეტყვით, თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ. ეს წესი უნდა დაიცვათ წელიწადის ნებისმიერ დროს: როდესაც სვამთ სითხეს, რომელიც სხეულის ტემპერატურაზე დაბალია, ორგანიზმი ხარჯავს დამატებით კალორიებს მის გასათბობად. შედეგად, გამოდის, რომ ზამთარში წონის დაკლება სავსებით შესაძლებელია და თან მარტივი.

4. ცილოვანი საუზმე
ჩვენ იშვიათად ვამჩნევთ, რომ ჩვენი დილის კვება სავსეა ნახშირწყლებით: შაქრის შემცველი პროდუქტები, მიუსლი, კრუასანი... ზამთარში ასეთ კვებას განსაკუთრებით ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია. კვლევამ აჩვენა, რომ ცილებით მდიდარი საუზმე ხელს უწყობს მადის კონტროლს და დაგეხმარებათ, დღის განმავლობაში არ მიირთვათ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ეს თქვენს ორგანიზმს სჭირდება.

5. მიირთვით ტკბილი, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღი
რაფინირებული შაქარი, სახამებელი ჭარბი წონის და მასთან დაკავშირებული გულის დაავადებების მთავარი მიზეზია. ამიტომ ზამთარში სჯობს თავი დაანებოთ ფუნთუშებითა და შოკოლადით თავის განებივრებას და ის სეზონური ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. შემწვარი ჭარხალი, ტკბილი, გამომცხვარი კარტოფილი, ორთქლზე მოხარშული გოგრა არის საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93