რჩევები

Nuxe-ის საკულტო ზეთის 30 წლის იუბილე და ახალი Huile Prodigieuse® Néroli

ფრანგული ბრენდის სილამაზის სამყაროში, რომლის ისტორიაც 30 წელს ითვლის, სიახლეა! NUXE-მა ოქროს იუბილესთან დაკავშირებით ყველა ქალბატონისთვის საყვარელ Prodigieuse-ის ხაზში მშრალი ზეთის განახლებული ვერსია Huile Prodigieuse® Néroli წარადგინა, რომელიც დამახასიათებელი პიკანტური სურნელითა და სარელაქსაციო ეფექტით გამოირჩევა.

NUXE-ის მორიგი ინოვაციური პროდუქტის, Néroli მშრალი ზეთის გაცნობის პატივი წილად ხვდათ ქართველ ბიუთი-ბლოგერებსა და ინფლუენსერებს დახვეწილ წვეულებაზე, რომელიც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წვეულება სასტუმრო Rooms Hotels-ში, პომპეზურ გარემოში შედგა, სადაც ბუნებრივი სიმწვანე და ფრანგული ბრენდისთვის დამახასიათებელი დეტალები თანმიმდევრულად ერწყმოდა ინტერიერის
დიზაინსა და საღამოს საზეიმო განწყობას. მოწვეულ სტუმრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ Huile Prodigieuse® Néroli-ს თავბრუდამხვევი სურნელი, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა. როდესაც საქმე ეხება NUXE-ს, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ბრენდის საოცარი გამოცდილება, ხედვა და პროგრესი, რომელსაც ის საკუთარ მომხარებლებს ოსტატური პროფესიონალიზმით სთავაზობს. ცნობილი ქართველი სახეები, სანამ განახლებულ Huile Prodigieuse® Néroli-ს მშრალი ზეთის ისტორიასა და მის მნიშვნელოვან დეტალებს სიღრმისეულად გაეცნობოდნენ, ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სხვა დადებით თვისებებთან ერთად ახალი არომატი, რომელიც ნიშ პარფიუმის სურნელს მოგვაგონებს, ზუსტად პასუხობს ქალბატონების დღევანდელ მოთხოვნილებებსა და ახალ გამოწვევებს თანამედროვე ბიუთი სამყაროში, რაც პროდუქტის კლასიკურ ხასიათს მუდმივი აქტუალურობით განაპირობებს.


"მოხარული ვარ, რომ პატივი მხვდა, ვიყო ასეთი გამორჩეული ბრენდის ამბასადორი. ბუნებრიობა, მეცნიერული კვლევებით დადასტურებული ეფექტურობა - ეს გახლავთ ბრენდ "ნუქსის" სამი მთავარი კრიტერიუმი. სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით "ნუქსის" ლაბორატორიამ გაანებივრა ერთგული მომხმარებელი და ბრენდის 30 წლის იუბილეზე შესთავაზა ახალი ორგანული და კიდევ უფრო მეტად ეფექტური საშუალება. ახალი Huile Prodigieuse® Néroli ღრმად ატენიანებს კანს და ერთდროულად 3 შრეზე მოქმედებს. ამასთანავე, Prodigieuse-ის ხაზისათვის დამახასიათებელი მულტიფუნქციურობის წყალობით, მისი გამოყენება შეიძლება სახესა და თმაზეც", - აღნიშნა ჯპს-ის ესთეტიკისა და სილამაზის დეპარტამენტის სენიორ ბრენდმენეჯერმა დიკა ოქროპირიძემ.

NUXE Huile Prodigieuse® Néroli - კვებით მინიჭებული ბზინვარება ნეროლის ტკბილი და დამამშვიდებელი ნოტებით

"მოიხმარე ნაკლები, მაგრამ უკეთესი, რაც დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, თავისი მრავალფუნქციურობითა და საფრანგეთში დამზადებული მცენარეული ზეთების 100%-ით სუფთა და ვეგანური ფორმულით. ეს უნივერსალური პროდუქტი აგრძელებს ყველა თაობის ახალი მომხმარებლების გულების მოგებას...“


ახალი ინოვაციური პროდუქტის წარდგენასთან ერთად ასე ეხმიანება ალისა ჟაბესი, NUXE ჯგუფის დამფუძნებელი (CEO) საკულტო ზეთის 30 წლის იუბილეს და სიყვარულით იხსენებს ნოსტალგიურ პერიოდს, როდესაც პარიზში მდებარე პატარა ლაბორატორიაში ახალგაზრდა მეწარმემ, მეცნიერთან ერთად, "ნუქსის" პირველი პროდუქტი, Huile Prodigieuse შექმნა.


"ეს კოსმეტიკური ზეთი იყო ჩემი საოცნებო ოქსიმორონი - ულტრასენსორული მშრალი ზეთი, იმავდროულად, პროფესიონალური და ეფექტური კანის მოვლის საშუალება, ფარმაცევტული სექტორის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად".


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93