დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებისა და დღის რუტინის შესახებ ისაუბრა. მან მაყურებელს გაუმხილა, რომ დღეს ჭიქა წყლით იწყებს: „ეს არის წინა დღეს დაყენებული წყალი, რომელშიც დევს ვერცხლის კოვზი. ეს მასწავლა მამიდაჩემმა. ის ამბობდა, რომ ვერცხლი ასუფთავეს წყალს, წმენდს ბაქტერიებისგან და იმუნური სისტემისთვის არის კარგი. ჩემი საუზმე არის ორნაირი. თუ ადრე ვდგები და ძალიან მეჩქარება, განსხვავებულია; თუ გვიან ვდგები და ბევრი დრო მაქვს - უფრო ნოყიერი“ - განმარტა მან.
თეონა თავართქილაძემ მაყურებელთან ერთად მოამზადა ტოსტი, რომლისთვისაც მან ავოკადო, ლიმონი და სელის მარცვლები გამოიყენა. „სელის მარცვლებს თითქმის ყველაფერს ვაყრი. ითვლება, რომ სელი არის ქალის სილამაზის პროდუქტი“ - თქვა თეონამ.
„მე არ ვჭამ არანაირ ხორცს, გარდა თევზისა. ამიტომ, ზოგჯერ ვამზადებ ორაგულსაც და მივირთმევ ტოსტთან ერთად, როცა არ მეჩქარება. ამბობენ, რომ როცა ფეხზე დგახარ და ისე მიირთმევ, უფრო ნაკლებად გერგება. ჩემი ჩვევაა, ფეხზე ვიდგე და ისე ვჭამო“ - ამბობს დიზაინერი.