მაშინაც კი, თუ ყოველდღიურად 2 ლ წყალს სვამთ, რასაც ლიმონით ან ლაიმით ამრავალფეროვნებთ, არსებობს სხვა გასაოცარი რეცეპტებიც.
ჩვენ მოგიყვებით, როგორ დაამზადოთ წყლით უფრო სასარგებლო სასმელი, რომელიც სილამაზესთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებს მოგიგვარებთ. არავითარი რთული რეცეპტი - მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატებაა საჭირო.
მარილი შეშუპების წინააღმდეგ
ყველასთვის ცნობილია, რომ მარილი წყურვილს ამძაფრებს და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არა ჰიმალაის მარილის შემთხვევაში. ჩვეულებრივი მარილისგან განსხვავებით, ის ორგანიზმში წყალს არ აჩერებს. პირიქით, ეხმარება უკეთ გაჯერებაში და ხელს უშლის შეშუპების ჩამოყალიბებას: ამგვარი მარილიანი წყლით წყურვილს უფრო სწრაფად დაიკმაყოფილებთ, ვიდრე ლიმონიანი წყლით. გარდა ამისა, ის შეიცავს სასარგებლო მინერალებს და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება - დაგეხმარებათ ყელის ტკივილის დროსაც. საჭიროა ძალიან მცირე დოზის გაზავება - 1 ჩაის კოვზის მეოთხედი გახსენით 1 ლ წყალში.
დარიჩინი ტკბილეულისკენ მიდრეკილების დასაძლევად
ეს გასახდომი სასმელი უნდა დალიოთ მაშინ, როცა ტკბილეულის მიმართ გადაულახავი სურვილი გტანჯავთ. ის სითხეს საუკეთესო თვისებებს სძენს: აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს, რის შედეგადაც აკრძალულის მირთმევის სურვილი გეკარგებათ. წყლით სავსე ბოთლში ჩადეთ 4-5 ჩხირი დარიჩინი და გააჩერეთ მთელი ღამით - დილით კი სასიამოვნო არომატის მქონე კოქტეილით ისიამოვნეთ.
განაგრძეთ კითხვა