ერთი-ერთი ცნობილი და პოპულარული „ნეილ არტისტი“ ქეითი ბერონი საკუთარ მიმდევრებს ახალი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ხშირად უზიარებს. ის ქალებს სთავაზობს მარტივ ტექნიკას, თუ როგორ შეიძლება მოვუაროთ ფრჩხილებს და ყველა სიტუაციაში შევძლოთ, თავი მოვიწონოთ ლამაზი თითებით. ამჯერად ქეითი 2022 წლის ტრენდული დიზაინების შესახებ წერს: „დიდი ხნის განმავლობაში ფრჩხილზე მხოლოდ ერთი ფერის, სადა მანიკიურს ვისვამდი, მაგრამ შემდეგ მარტივი დიზაინების ცდა გადავწყვიტე. ყველაზე მეტად კლასიკური წითელი ფრჩხილები მომწონს, მაგრამ მომინდა, ტრენდს ავყოლოდი. 2022 წლის ფრჩხილების ტრენდი იქნება წარმოუდგენლად დახვეწილი. ეს წელი საშუალებას მოგცემთ იმისთვის, რომ თქვენი ფრჩხილები ზედმეტი ჩარევის გარეშეც ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს.
ბზინვარება და ბრჭყვიალები კვლავ რჩება ამ წლის ერთ-ერთ აქტუალურ ტრენდად. ამ შედეგის მიღწევა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. მაგალითად, გამოიყენეთ ერთდროულად სხვადასხვა ფერი, გლიტერები, მბზინავი მატერიები. ასეთი კომბინაციები ფრჩხილს სინათლესა და სიკაშკაშეს ანიჭებს და განსაკუთრებით თვალისმომჭრელს ხდის.
გაზაფხულის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტენდენცია, რომელსაც ყველგან ვხედავ, არის სხვადასხვა ფერის ლაქი თითოეულ ფრჩხილზე. ეს არის უნიკალური. გარდა ამისა, ადვილი გასაკეთებელი და სახალისოა.
ვფიქრობ, რომ ნუშის ფორმა გრძელი ფრჩხილების მოყვარულთათვის კვლავ საყვარელ ტრენდად დარჩება, თავად გრძელი ფრჩხილები კი წელს ისევ გახდება აქტუალური. დიზაინერებისთვის ეს მომგებიანია, რადგან გრძელი ფორმები უფრო მეტი ინსპირაციისა და შემოქმედებითობის საშუალებას იძლევა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ფორმას განსაკუთრებით უხდება „ფრენჩი“.
2022 წლის ახალი ფერი, რომელიც ახლახან დასახელდა, როგორც Very Peri, მანიკიურის ტრენდების სათავეშიც მარტივად მოექცა, რადგან ეს ნაზი, თვალისმომჭრელი და იდეალური ტონი ყველა ქალის გულს მარტივად მოიგებს.
ფრანგული მანიკიურის ვარიაციები კვლავ იქნება მოდური ამ წელს. ეს არის მარტივი, მაგრამ ელეგანტური ელფერი აქვს და ბევრისთვის შეუცვლელი დიზაინია. წელს შეგეძლებათ თამამად გაიკეთოთ „ფრენჩის“ სხვადასხვა დიზაინი.
ია რომანაძე