რჩევები

ყველაზე ალერგიული პროდუქტების „დიდი ხუთეული“ - ზაზა თელიას რჩევები, როგორ მოვუაროთ გამონაყარს

ყველაზე ალერგიული პროდუქტების „დიდი ხუთეული“ - ზაზა თელიას რჩევები, როგორ მოვუაროთ გამონაყარს
დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემას „უნდა ვიცოდეთ“ სტუმრობდა, სადაც მან კანის მოვლისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ისაუბრა. ზაზა თელიამ განმარტა, რომელია ყველაზე ალერგიული პროდუქტები და რა ტიპის ალერგიას იწვევს თითოეული მათგანი:

„კვებითი ალერგია აქტუალური თემაა. ხშირად საზოგადოებაში ალერგიასთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც წესი, ყველა ტიპის გამონაყარი სახეზე ალერგიასთან ასოცირდება, მათ შორის, კვებით ალერგიასთან, რაც არასწორია. კვებითმა ალერგიამ შეიძლება კანზე გარკვეული ტიპის გამონაყარი გამოიწვიოს, მაგრამ ეს არც ისე ხშირად გვხვდება, როგორც საზოგადოებაშია ცნობილი. ზოგადად,
არაქისი და თხილეული კვებით ალერგენებში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პროდუქტად ითვლება. არსებობს ე.წ. დიდი ხუთეული, რომლებიც ხშირად მსგავსი ტიპის გამონაყარს იწვევს. ესენია:
  • თხილეული
  • ზღვის პრუდუქტი
  • შოკოლადი
  • რძის პრუდუქტები
  • კვერცხი


როგორც წესი, მარტივად მისახვედრია, რომელ პროდუქტზე გვაქვს ალერგია, თუმცა პაციენტის სუბიექტური შეხედულება ხშირ შემთხვევაში ცოტა არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა. ასე, მაგალითად, თუ კვებითი ალერგიის დროს კონკრეტული „დამნაშავე“ პრუდუქტი გვაქვს, მან გარკვეული ტიპის პრობლემები უნდა მოგვიტანოს. ეს შეიძლება იყოს დაუყოვნებლივი, რომლის დროსაც გარკვეული ტიპის გამონაყარი ან ქავილი სწრაფად ვითარდება; საკვები პრუდუქტის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში, ყველაზე იშვიათად, რამდენიმე დღეში. „დიდი ხუთეულია“ სწორედ „დამნაშავე“ ისეთი ალერგიული დაავადებების განვითარებაში, როგორიცაა ურტიკარია, საზოგადოებაში ცნობილი, როგორც ჭინჭრის ციება. ურტიკარია ყოველთვის ალერგიული მექანიზმი არაა, შეიძლება არაიმუნოლოგიური მექანიზმის ურტიკარია შეგვხვდეს, რომელიც შესაძლებელია მედიკამენტებით, ინფექციითა და, ასევე, სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებით იყოს განპირობებული. ზოგადად, ალერგიული რეაქცია, როგორც წესი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე ალერგიული რეაქცია აქვს, ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება. თუ ჩვენ კონკრეტული ალერგენი კონკრეტულ საკვებზე დავაფიქსირეთ, საჭიროა ელიმინაცია, ანუ გაჩერება, გარკვეული პერიოდით (1-2 წელი). შემდეგ შესაძლებელია პროვოკაციული ტესტის გაკეთება, რომელიც გულისხმობს, ადამიანმა მიიღოს მცირე რაოდენობით მისთვის ალერგიული საკვები და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს. თუ უკურეაქცია და რეაგირება არ მოჰყვა, შემდგომ ეს რაოდენობა იზრდება“- განმარტავს ზაზა თელია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93