ძეხვის ამერიკულმა ბრენდმა Oscar Mayer-მა წარმოადგინა სახის სახალისო ნიღაბი მოხარშული ძეხვის ნაჭრის სახით. არ აურიოთ და შემთხვევით არ დადოთ სენდვიჩზე - წაისვით ნიღაბი სახეზე მყისიერი დატენიანებისთვის.
ნიღბის შემადგენლობაში არც ერთი გრამი ხორცი არ არის, ნიღაბი ძეხვის იმიტაციაა, თუმცა ძალიან ბუნებრივად გამოიყურება: თითქოს ნამდვილი ძეხვის ნაჭერი მოჭერით და თვალებზე, ცხვირსა და პირზე ნახვრეტები გაუკეთეთ. ეს ნიღაბი "ამაზონზეა" ხელმისაწვდომი, თუმცა განსაკუთრებული აჟიოტაჟისა და დაინტერესების გამო მისი მარაგი მალევე ამოიწურა.