დიანა ჯოჯუა უკვე წლებია, რაც საზოგადოებას დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ყოველ საღამოს, 9 საათზე ტელეეკრანებიდან უყვება. დიანა ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა და ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. კვების რეჟიმის შესახებ მან ლელა წურწუმიასთან ისაუბრა და თქვა, რომ შაქარსა და პურს საერთოდ არ იღებს: "შაქარი უკვე წლებია, ამოღებული მაქვს რაციონიდან. ამოღებული მაქვს პურიც. გამონაკლისებიც არის, მაგრამ იშვიათად... ხორცს არ ვჭამ. მეც ძალიან ბევრი მიშიმშილია. ცეკვას რომ დავანებე თავი, ძალიან მოვიმატე. სპორტთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, ვარჯიში უალტერნატივოა, სულ სხვანაირად გამოიყურება სხეული ვარჯიშის დროს. როცა სიგარეტს დავანებე თავი, 10 კგ მოვიმატე, მაგრამ ეს მაყურებელს არ შეუმჩნევია, რადგან კრივზე ვვარჯიშობდი მაშინ" - აღნიშნა მან.