მოზარდობის ასაკში თითქმის ყველა გოგონა იყენებს კოსმეტიკას. ბუნებრივია, რომ თავის მოვლაც უნდათ და მაკიაჟით გალამაზებაც. თუმცა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, რომ კოსმეტიკის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან არასწორმა და უხარისხო საშუალებებმა შეიძლება გოგონებს გალამაზების ნაცვლად პრობლემები მოუტანოს. უფრო ზუსტად, რა საშუალებები არ უნდა შედიოდეს კოსმეტიკაში და შეუძლია თუ არა რომელიმე ინგრედიენტს აკნეს გამოწვევა, ზაზა თელია გვპასუხობს:
მისი თქმით, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ შემადგენლობას.
- როგორც წესი, პირველ შვიდეულში რა ინგრედიენტებიცაა მითითებული, ისინი ყველაზე მაღალი კონცენტრაციით არის აღნიშნულ პროდუქტში. ძლიერი კომეტოგენური ნივთიერებებიდან უნდა გამოვარჩიოთ რამდენიმე, ეთილ-ჰექსილ-პალმიტატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი - ორი ძალიან ძლიერი კომეტოგენური ინგრედიენტი. ასევე, ნატრიუმის ქლორიდი.
- დეკორატიული კოსმეტიკა რა ასაკიდან და რა სიხშირით შეიძლება გამოიყენონ მოზარდებმა?
- რაც შეიძლება იშვიათად და რაც შეიძლება მოკლე დროით, დღის განმავლობაში. კოსმეტიკური საშუალებებით დაძინება კატეგორიულად არ შეიძლება. სახე უნდა დაიბანონ, დაიტენიანონ და რაც უფრო იშვიათად გამოიყენებენ, მით უკეთესი. კოსმეტიკას უნდა დავაკვირდეთ, რომ არ იყოს ზეთოვანი...გაგრძელება