რჩევები

შეაჩერეთ დაბერება! – ყინული იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად

შეაჩერეთ დაბერება! – ყინული იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად
როდესაც ზაფხულში გაგრილების დრო არ არის, სახის კანზე ყინულების დაწყობა ყველაზე გონივრული გამოსავალია. ყინული ააქტიურებს ყველა საჭირო ფუნქციას, რომ კანმა ბზინვარება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. ყინულის კუბიკი უამრავი სტილისტის და ვიზაჟისტის საიდუმლო საშუალებაა.

მათთვის, ვისაც სახეზე სიწითლე აწუხებთ, ყინული ყველაზე კარგი გამოსავალია. სიცივე აგრილებს კანს და ფერს უფრო ღიასა და ბუნებრივს ხდის.

ამას გარდა, ყინული მარტივად აწესრიგებს ცირკულაციას და ქმნის პრიალა, სუფთა სახის კანის ეფექტს. იმისთვის, რომ შედეგი უფრო ეფექტური გახადოთ, ასევე გირჩევენ C ვიტამინის
მიღებასაც, რომელიც ყინულთან რეაქციაში მარტივად შედის.

შედარებით მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, სახის სპეციალისტები ასევე გირჩევენ, რომ კანზე გამოიყენოთ რძის გაყინული კუბისა და A ვიტამინის კომბინაცია, 15 წამის განმავლობაში ლოყების მიდამოებში მოათავსოთ ყინული და გაიმეოროთ ეს პროცესი დაახლოებით ხუთჯერ.

აკნეს საწინააღმდეგოდ დერმატოლოგი ფრანჩისკა ფუსკო გვირჩევს, რომ გაყინვამდე წყალში მოვათავსოთ ასპირინის პატარა ნატეხი, შემდეგ კი ყინული მთელ სახეზე წავისვათ, რათა იმუნური სისტემა გამოვაცოცხლოთ და კანი აკნეს მიმართ ბრძოლისუნარიანი გახდეს.



5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ლაინერის წასმის დროს უშვებთ

თმის სწრაფად გასაზრდელი ნიღბის ყველაზე მარტივი, ეფექტური და ნაცადი რეცეპტი

7 კომპონენტი, რომლებსაც თქვენი კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს









FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93