სოციალურ ქსელებში ფილტრებისა და ნიღბების გაქრობის ფონზე, გადავწყვიტეთ გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გახადოთ თქვენი სახე გლუვი და ბზინვარე ფოტოშოპის გარეშე.
კორეელი ქალების კანის თანაბარი და მბზინავი ტონალობა მათი სილამაზის რუტინის შედეგია. ექსპერტები ამბობენ, რომ გენეტიკა არაფერ შუაშია, საქმე ეხება ორმაგ წმენდას 4-2-4 სისტემის მიხედვით, რომელიც მოიცავს სახის დაბანას ჰიდროფილური ზეთითა და ქაფით. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსები აღშფოთებულები არიან და ფიქრობენ, რომ ჰიდროფილური ზეთი საგრძნობლად აზიანებს ფორებს, კორეელი ქალები, რომლებსაც ნამდვილად სრულყოფილი კანი აქვთ, ყოველდღიურად იყენებენ მას.
რა არის 4-2-4 სისტემა? ამის შესახებ 2012 წელს მსახიობმა ბაე სუზიმ ისაუბრა და საკუთარი სილამაზის რუტინა ტელევიზიაში გაასაჯაროვა.
მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის კანის მოვლისას ყველაზე მნიშვნელოვანია კანის გაწმენდის ეტაპი.
ორმაგი წმენდა კორეული კანის მოვლის რუტინის მთავარი ნაწილია. კორეელი ქალები სახეს ორჯერ იბანენ, ჯერ ჰიდროფილური ზეთით, შემდეგ კი ქაფით.
შედეგად, ორმაგი წმენდა ხსნის ნებისმიერი სირთულის მაკიაჟს, აშორებს კანს მზისგან დამცავ კრემს, ღრმად ასუფთავებს კანს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს და ამცირებს ანთებით პროცესებს.
ამასთან, ჰიდროფილური ზეთი მოქმედებს ცხიმიან კანზეც კი, ვინაიდან ის იზიდავს ცხიმსა და ცხიმში არსებულ ყველა ხსნად უჯრედს, შედეგად კი არეგულირებს ცხიმის გამომუშავების პერიოდებს.
როგორ მოვუაროთ კანს 4-2-4 სისტემით?
1. მშრალ კანზე შეიზილეთ მცირე რაოდენობით ჰიდროფილური ზეთი ან შერბეტი. სახე დაიმუშავეთ თითებით, დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში.
2. დაისველეთ ხელები თბილი წყლით, შეიზილეთ კანზე კიდევ ცოტა ზეთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე.
3. წაისვით ქაფი ან გელის გამწმენდი. შეიზილეთ ქაფი ხელებით 2 წუთის განმავლობაში, ფრთხილად გაანაწილეთ კანზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალებთან ახლოს მდებარე ზონებს.
4. ჩამოიბანეთ სახე წყლით მონაცვლეობით, თბილი და ცივი წყლით. დაიბანეთ სახე თბილი წყლით 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ცივი წყლით 2 წუთის განმავლობაში. ასეთი კონტრასტული ტემპერატურა ტონს აძლევს კანს, ავიწროებს ფორებს და ხსნის შეშუპებას.
5. დაბანის შემდეგ არ გამოიყენოთ პირსახოცი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სიმშრალე და დაჭიმულობა.
გაწმენდის შემდეგ სუზი გვირჩევს სახეზე ტონერისა და ლოსიონის წასმას. ეს ხელს შეუწყობს კანის pH ბალანსის აღდგენას.
მთავარი წესია, რომ პროდუქტები შეესაბამებოდეს თქვენს კანის ტიპსა და მდგომარეობას. თუ კანი პრობლემურია, ყურადღება მიაქციეთ ჩაის ხის ზეთის ან AHA-BHA მჟავების შემცველ პროდუქტებს.
მაგრამ ექსპერტები არ გვირჩევენ ამ სქემის ყოველდღიურად გამოყენებას, ვინაიდან „4-2-4“-ს ახასიათებს უმნიშვნელო აქერცვლა. ზედმეტმა აქერცვლამ შეიძლება დააზიანოს კანის დამცავი ბარიერი. ამიტომ კვირაში 1-2-ჯერ სახის ამ წესით დაბანა სრულიად საკმარისი იქნება.
შეაჩერეთ დაბერება! – ყინული იდეალური სახის კანის შესანარჩუნებლად
როგორ მოვუაროთ კანს, რომ ის ლამაზი და ხავერდოვანი გახდეს
გაყინული კიტრი - შეშუპებასთან და აკნესთან საბრძოლველი უტყუარი მეთოდი