რჩევები

იდალური რუჯის საიდუმლო - 10 პროდუქტი, რომლებიც სრულყოფილი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ

იდალური რუჯის საიდუმლო  - 10 პროდუქტი, რომლებიც სრულყოფილი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ
ყველას გვსურს სწრაფად გარუჯვა და რუჯის დიდხანს შენარჩუნება. ამაში კი ჩვენ მიერ მომზადებული სიიდან ნებისმიერი პროდუქტის მირთმევა დაგეხმარებათ.

1. კვერცხი
A, B, D ვიტამინების წყარო, ფოლიუმის მჟავა, სელენი, კალციუმი... ამ შემადგენლობის გამო თქვენი რუჯი იმაზე დიდხანს გასტანს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

2. ხაჭო
ეს სუპერ საკვები სავსეა ამინომჟავით, ტიროზინით და კალციუმით, ეს ვიტამინები კი ეხმარებიან კანს, რომ შეინარჩუნოს ბზინვარება.

3. კომბოსტო
რუჯის მიღების გარდა, კომბოსტო დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში და თქვენს კანს დაიცავს მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული კანის
დაავადებებისგან.

4. მანგო
ეს სუპერნაყოფი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან ჯანსაღიც. მას შეუძლია თავიდან აიცილოს კიბო, შეამციროს ქოლესტერინი და კანი სხვადასხვა ვიტამინებით გაამდიდროს.

5. სტაფილო
სტაფილო ბეტა-კაროტინის წყაროა, რომელიც აძლიერებს კანის პიგმენტაციას, ანუ მზის სხივების მოქმედებას. გარდა ამისა, ის იცავს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს მხედველობას.

6. მარწყვი
ჯადოსნური კენკრა ქალებისთვის, განსაკუთრებით სასარგებლო კი მათი კანისთვისაა. ის არა მხოლოდ მოგცემთ სასურველ რუჯს, არამედ დაგეხმარებათ დაბერების ნიშნებთან ბრძოლაშიც.

7. გოგრა
გოგრა ბეტა-კაროტინისა და C ვიტამინის წყაროა, იგი იდეალურია კანისა და ძვლების გასაუმჯობესებლად. დაგეხმარებათ იდეალური რუჯის მიღებაში და წონაში კლებაში.

8. თხილი
ერთი მუჭა თხილი შეიცავს E ვიტამინის რეკომენდირებული ყოველდღიური მოხმარების 86 პროცენტს. ასე რომ, არა მხოლოდ შესანიშნავ რუჯს მიიღებთ, არამედ გააუმჯობესებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თავიდან აიცილებთ კიბოს და მოაწესრიგებთ ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობასაც.

9. ტკბილი კარტოფილი
ეს ბოსტნეული სავსეა A ვიტამინით. კარტოფილს აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც ზედმეტად დამწვარ კანზე სადარდებელი არ გექნებათ.

10. ლიმონი
ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში მელანინის გამომუშავების დონესაც. მელანინი არის ბუნებრივი პიგმენტი, რომელიც აფერადებს ჩვენს კანს, ამიტომ ოქრსოფერი რუჯის მიღებაში ყველაზე მეტად ეს ციტრუსი დაგეხმარებათ.



სახის ამქერცლავი ნიღბები, რომლებიც რუჯის მიღებამდე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ

კანის ელასტიკურობისა და გრძელი წამწამებისთვის - რატომ უნდა იყოს ნუშის ზეთი ყველა ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში

7 კომპონენტი, რომლებსაც თქვენი კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს






FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93