ბრძენი ხალხი ამბობს რომ სანამ პრობლემის მიზეზს არ გაიგებთ, შედეგებს იქამდე მოიმკით. აკნეს შემთხვევაშიც, მისი მოშორება შეუძლებელია მანამ, სანამ მის გამომწვევ მიზეზს არ გაიგებთ.
აკნეს არაჰორმონალური მიზეზები შეიძლება იყოს:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - მაგალითად, მწვავე და ქრონიკული გასტრიტი, დისბაქტერიოზი, კენჭები თირკმელში, ღვიძლის დაავადება.
- სტრესი და დეპრესია - არღვევს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას და, შედეგად, აკნეს გაჩენის პროვოცირებას ახდენს.
- გენეტიკური მიდრეკილება - მემკვიდრეობა განსაზღვრავს რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობენ ჩვენი ცხიმოვანი ჯირკვლები. ხშირად აკნეს ეს მიზეზი მამაკაცებში ჩნდება.
- არაადეკვატური ჰიგიენა - თუ თქვენი კანი მიდრეკილია ცხიმიანობისა და გაღიზიანებისკენ, პრობლემური კანის მოვლისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური კოსმეტიკა და მოერიდოთ იაფფასიან პროდუქტებს.
- გარუჯვა - რწმენა, რომ მზის სხივები „წვავს“ აკნეს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, უფრო საშიში მითია, ვიდრე რეალობა. გარუჯვის გამო ანთება და აკნე ვიზუალურად უფრო პატარა და არც ისე შესამჩნევი ჩანს, მაგრამ ის მრავლდება და საბოლოოდ უარს შედეგებამდე მიგიყვანთ.
აკნეს ჰორმონალური მიზეზები:
- ენდოკრინული სისტემის ნებისმიერი ცვლილება იწვევს ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს და, შედეგად, სახის კანზე ჩნდება აკნე.
- ყველაზე ხშირად, აკნეს ჰორმონალური მიზეზები დამახასიათებელია მოზარდებისთვის, რომლებიც განიცდიან პუბერტატს.
- ასაკის მატებასთან ერთად, ჰორმონალური ფონის დონე იკლებს და გამონაყარი თავისთავად ქრება.
- ზურგზე გამონაყარი უფრო მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის.
- ლოყებზე და ცხვირის ბოლოებთან არსებული აკნე ზოგჯერ მიუთითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე.
- შუბლზე აკნე დიდი ალბათობით მიუთითებს ნაწლავებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორიცაა ყაბზობა, დისბაქტერიოზი და სხვა.
- ნიკაპზე მცირე და მრავალრიცხოვანი აკნე ჩვეულებრივ წარმოიქმნება გინეკოლოგიური დაავადებების გამო (მაგალითად, ეროზია, საკვერცხის დისფუნქცია), ასევე ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების პათოლოგიის გამო.
რა განსხვავებაა აკნესა და ჰორმონალურ გამონაყარს შორის და როგორ შეიძლება ჩირქოვანი დაავადებების მოშორება მარტივად - სასარგებლო რჩევები
„4-2-4“ - კორეელი ქალების იდეალური კანისა და ახალგაზრდობის საიდუმლო
„რაც უფრო იშვიათად გამოიყენებენ, მით უკეთესი... ამით გოგონები კანს იზიანებენ და გამონაყარი ჩნდება“ - ზაზა თელია გვირჩევს, როგორ ავირიდოთ თავიდან გამონაყარი