„არის შემთხვევები, სადაც ვიზაჟისტი მხვდება, მაგრამ ძირითადად, ამ კუთხით, მე ვემსახურები საკუთარ თავს. წამწამების დაკვრით დაწყებული, სრულყოფილი საკონცერტო მაკიაჟის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ვხმარობ. მაგის არც ნერვები მაქვს და არც კომპლექსი. ხომ არიან ქალბატონები, უმაკიაჟოდ რომ ვერ გამოდიან სახლიდან. მე ასე არ ვარ. სამაგიეროდ, სახის კანს ვუვლი განსაკუთრებულად. დილის და საღამოს რუტინა ჩემთვის აუცილებელია.
რაც
თვალის გარშემო აქტიურად ვიყენებ პაჩებს. თუ არ მაქვს, ყინულის კუბები კარგი საშუალებაა, რომ თვალის გარშემო და მთელ სახეზე გადაისვათ. დილით შეშუპებულ კანს კარგად კრავს და აცოცხლებს.
თუ ყინულში კიტრს ან ხილს ჩავყინავთ, ვიტამინებსაც მივაწვდით კანს. ასე რომ, სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან - ბიუჯეტური...” - ამბობს ნინო.

„მოგწონთ?“ - ნინო ჩხეიძის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი და ახალი ფოტოები
„დედას აჯობა სილამაზით“ - ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს