ჩვენი ცხოვრება სავსეა ბედნიერი და ზოგჯერ სევდიანი მოგონებებით, მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, რომლებიც მეხსიერებაში ყველაზე მკაფიოდ იბეჭდება, სამუდამოდ რჩება და ხშირად გვახსენდება. სწორედ ასეთ მომენტებს შეუძლიათ ჩვენი რადიკალურად შეცვლა. სასიხარულო თუ სევდიანი მომენტები ერთმანეთს ცვლიან და ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ იკავებენ ადგილს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების გაფუჭება ყოფით და ერთი შეხედვით სულელურ პრობლემას შეუძლია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა კი, რამაც შეიძლება ყველაზე ბედნიერი დღეც კი ჩაგვაშხამოს - უდროო დროს წამოსული ოფლია, თავისი უსიამოვნო სუნით და ყველა მისი თანმდევი უკუჩვენებით.
ოფლიანობა - თერმორეგულაციის ძლიერი მექანიზმია, რომელიც ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. კანის ზედაპირიდან აორთქლებული ოფლი ჩვენს სხეულს აგრილებს, მაგრამ არსებობს ჰიპერჰიდროზის პრობლემაც, რომლის დროსაც ადამიანი საშუალოზე მეტად ოფლიანდება. სწორედ აქედან იწყება პრობლემები...
მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების დროს ხშირად გვემართება სტრესული ჰიპერჰიდროზი - ერთ-ერთი ურთულესი სიტუაცია, რომელიც „მოჯადოებულ წრეს“ ჰგავს: ადამიანი ნერვიულობს იმაზე, რომ საზოგადოების წინაშე გაოფლიანდება და ამ მღელვარების გამო კიდევ უფრო მეტად ოფლიანდება.
და მაინც, რომელი ცხოვრებისეული მომენტები გვამახსოვრდება ყველაზე მკაფიოდ და რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთმა დღეებმა უსიამოვნებების გარეშე ჩაიაროს? ასეთი მომენტები საკმაოდ ბევრია, მაგრამ ამ სტატიაში 5 მათგანზე შევჯერდებით:
ცხოვრების ორი გარდამტეხი მომენტი: ვამთავრებთ სკოლას, შემდეგ - უმაღლესს. ეს გამოსაშვები საღამოები კი დიდხანს გვემახსოვრება. სკოლის დამთავრების წვეულება ის მომენტია, როცა ძველ ცხოვრებას ემშვიდობები, რის შემდეგაც შენ წინაშე ახალი ჰორიზონტები იხსნება. ბავშვობის მეგობრების ნოსტალგია შენთან დარჩება, წინ კი უამრავი აღმოჩენაა. გამოსაშვები წვეულებისთვის მზადებას ადრევე იწყებ. არჩევ კაბას, ფეხსაცმელს, აქსესუარებს, ეწერები სალონში. ეს ხომ სწორედ ის დღეა, როცა იდეალურად უნდა გამოიყურებოდე? მაგრამ წარმოიდგინე, რა მოხდება, თუ გაოფლიანდები? - სველი კაბა, იღლიების ქვეშ დიდი ლაქები, ჩამოღვენთილი მაკიაჟი და ცუდი სუნი, რომელიც შენ ირგვლივ ყველას გააქცევს. ნამდვილად არასახარბიელო სიტუაციაა.
ეს ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება და ყველაზე ბედნიერი მომენტია ცხოვრებაში. იქნებ კიდევ რამდენჯერმე შეგიყვარდეს, მაგრამ სწორედ პირველი სიყვარული დაგამახსოვრდება სამუდამოდ, სხვა ურთიერთობებს პირველ გამოცდილებასთან შეადარებ. ოფლიანობით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებას კი შეუძლია ეს დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული დღე ნამდვილ კოშმარად გიქციოს.
ეს დღე პირველი ნაბიჯია ოჯახის შექმნისკენ, რომელიც სამუდამოდ გემახსოვრება. გემახსოვრება მომენტი, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად გადაწყვიტე ცხოვრების გზაზე სიარული. ამ მღელვარებით სავსე დღეს ბევრს იფიქრებ იმაზე, რომ თეთრი კაბა იდეალურად მოიხდინო, მაკიაჟი და ვარცხნილობაც უნაკლო იყოს. შესაძლოა, უამრავ რაღაცაზე ფიქრის დროს მთავარი გამოგეპაროს - საჭირო ზომების მიღება იმისათვის, რომ არ გაოფლიანდე.
ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია, რომლის შემდეგაც დამოუკიდებელ ცხოვრებას გაუსინჯავ გემოს. ეს მღელვარე მომენტი აუცილებლად გემახსოვრება. მთავარია, ნერვიულობით საქმე არ გაიფუჭო.
როცა სამსახურს იწყებ, დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამ, რომელიც შენს მომავალს განსაზღვრავს. პირველ გასაუბრებაზე მარცხმა შესაძლოა შენს თავდაჯერებულობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მომენტში იყო ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და თავდაჯერებული.
გამოსავალი:
რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ აფთიაქსა და მაღაზიაშია შესაძლებელი დეოდორანტის ან ანტიპერსპირანტის ყიდვა, თუმცა ისინი ყოველთვის ვერ მოგცემთ 100%-იანი დაცვის გარანტიას. როცა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებზეა საუბარი და ამასთან, ჭარბოფლიანობის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ნებისმიერი ანტიპერსპირანტი ვერ უშველის საქმეს. ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და უტყუარი საშუალება გახლავთ „ოდაბან სპრეი“ - ჭარბი ოფლიანობის და არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგო პროდუქტი, რომელიც სხეულის სხვადასხვა ზონაში გამოიყენება. რაც მთავარია, იგი ეფექტური, სამკურნალო მოქმედების უნარის მქონეა. საკმარისია ძილის წინ, დაბანილ და მშრალ პრობლემურ ზონაზე სპრეის ერთი ან ორი მიპკურება და მეორე დილით დამუშავებული ზონის გრილი წყლით და საპნით ჩამობანა. თავიდან გამოიყენება დღეგამოშვებით, შედეგის მიღების შემდეგ - კვირაში ერთხელ, ორჯერ ან უფრო იშვიათად.
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/personality/view/uwbLizz9CGsgWQ/">myquiz</div>