რა არის მარადიული სილამაზის საიდუმლო? სოფია ლორენი, მონიკა ბელუჩი, ანა მაგნანი, ვირნა ლისი... ერთი რამ უდავოა: იტალიური ცხოვრების წესი ამ ცნობილ მსახიობებს ყველანაირად უწყობს ხელს იმაში, რომ ნებისმიერ ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. იტალიელი ქალები თავიანთ თავის მოვლის რიტუალებს თაობიდან თაობას გადასცემენ.
გთავაზობთ სილამაზის რამდენიმე ხრიკს, რომლებსაც იტალიელი ქალები იყენებენ:
1. ჯანსაღი კვების იტალიური დიეტა
იტალიელებს სჯერათ მრავალფეროვანი საკვების ხარისხიანი ინგრედიენტებით, რომლებიც ახალი და ადგილობრივია, ასე იქმნება დიეტა, რომელიც მდიდარია სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით და საჭიროა მბზინავი თმისა და უნაკლო კანისთვის.
იფიქრე იტალიელივით და მიირთვი ზეითუნის ზეთი, გოგრა, ბადრიჯანი, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი და ფისტა...
2. მზის ჯანსაღი დოზა
იტალიელებს უყვართ მზე. აგვისტოში, არდადეგებისთვის საუკეთესო დროში, იტალიელები მიდიან თავიანთ ულამაზეს პლაჟებზე დასასვენებლად.
თუმცა, აუცილებლად ატარეთ ბევრი მზისგან დამცავი საშუალება და დაიცავით თვალები სათვალეებით.
3. ნაკლები მაკიაჟი
იტალიური მაკიაჟის რუტინა არის მარტივი და დაბალანსებული. მონიკა ბელუჩის ყოველდღიური რუტინა მინიმალისტურია: ის იწმენდს სახეს, ისვამს მსუბუქ კრემს, ტუშსა და ტუჩის პომადას. თმას კვირაში ორჯერ იბანს და ზეითუნის ზეთს მიირთმევს.
სარკის წინ გატარებული მხოლოდ 10-15 წუთი არის ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ ბუნებრივი და ლამაზი იმიჯის მისაღებად.
4. სტრესის მოხსნის დრო
იქნება ეს სამუშაოს შემდეგ ერთი ჭიქა ღვინით განტვირთვა თუ ლანჩი და დასვენება, აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, როდესაც დაისვენებთ და საქმეზე არ იფიქრებთ.
5. La bella figura
საიდუმლო მდგომარეობს la bella ფიგურის მნიშვნელობაში, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ლამაზი ფიგურა". შეასრულეთ მსუბუქი, მაგრამ ხშირი ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა კიბეებზე ასვლა, ჭამის შემდეგ სეირნობა და ზოგადად სიარული.
მაკიაჟის 5 წესი ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელისგან - ასე იქმნებოდა ედა ილდიზის პერსონაჟის იმიჯი
როგორ გადავიღოთ იდეალური ფოტოები საცურაო კოსტიუმში პლაჟზე
7 მარტივი რამ, რაც ჯანსაღად კვებასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ - გარანტირებული შედეგით!