ჭარბი წონა 21-ე საუკუნის „შავი ჭირია“. ბევრი ადამიანი სხვადასხვა საშუალებით ცდილობს მისგან თავის დაღწევას. არსებობს უამრავი დიეტა, რომელთა საშუალებითაც ადამიანები სასურველ წონას უბრუნდებიან. თურმე ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა ზომის თეფშით მიირთმევთ, რა ფერის არის ის და ა.შ. კვლევებმა დაადასტურა, რომ წითელი თეფშიდან ჭამა ხელს უშლის ზედმეტი საკვების მიღებას.
დღევანდელ სტატიაში გვინდა გაგაცნოთ რამდენიმე უცნაური ტექნიკა, რომლებიც დაგეხმარებათ წონის კლებაში.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია ის, რომ როცა წონაში კლების სურვილი გვაქვს, დღის რაციონში აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ ხილი და ბოსტნეული. ისინი დაბალკალორიული პროდუქტებია, განაყრებთ და ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ გახდომისთვის, არამედ, ზოგადად, თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
- ეცადეთ მიირთვათ უცხიმო საკვები;
- უპირატესობა აუცილებლად უნდა მიანიჭოთ ცილებს, იქნება ეს თევზი, ქათმის ფილე თუ სხვა დანარჩენი;
- აუცილებლად მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დღეში;
- მიიღეთ ცივი აბაზანა; სპეციალისტების განმარტებით, სხეულის ტემპერატურის დაკლებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი მეტაბოლიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ სხეული უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, რათა თავი დააღწიოს სითბოს. მართალია, დიდი ხნის განმავლობაში ცივმა შხაპმა, შესაძლოა, უკუჩვენებები გამოიწვიოს, თუმცა სხეულის ცვლილებისთვის რამდენიმე წუთიც კი საკმარისია;
- დაიძინეთ ნიღბით;როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სრულფასოვანი, არამედ ბნელ საძინებელში ძილიცაა.
- უარი თქვით დიეტურ სასმელებზე; ექსპერტები საზოგადოებას აფრთხილებენ, უარი თქვან დიეტურ სასმელებზე. ადამიანები, ზოგადად, მათ მოიხმარენ იმიტომ, რომ დღეში 100 კალორია მოიკლონ, თუმცა სასმელებში გამოყენებულმა დამატკბობლებმა, შესაძლოა, შეცვალონ ორგანიზმის რეაქცია სხვადასხვა საკვებზე.
ია რომანაძე