მშრალი ჰაერი, მინუს ტემპერატურა, ქარი - ეს ყველაფერი კანის მდგომარეობას ცვლის. ცხიმიანი და ნორმალური კანი შრება, მშრალი კი უფრო მგრძნობიარე ხდება. როგორ უნდა მოვამზადოთ კანი გაზაფხულისთვის, სეზონისთვის, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ალერგია და სხვა სახის ვიზუალური გამოხატულებები... როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კანი გადაღლილი, უფერული და გაცრეცილი არ იყოს, ამის შესახებ ექიმი-კოსმეტოლოგი თინა რევაზიშვილი გვესაუბრება:
- ხშირად კანი სიცივეში ჭრელდება, ღიზიანდება და აქვს წვრილი ან სულაც მკაფიოდ გამოხატული გამონაყარი. როგორ უნდა მოვუაროთ კანს, რომ მსგავსი უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ?
- მთელი ზამთრის განმავლობაში კანი ბინძურდება, გამომშრალია, აკლია კოლაგენები. ამისთვის, პირველ რიგში, ვაკეთებ ფრაქციულ მეზოთერაპიას, ვწმენდთ სახეს მსუბუქად, ვაკეთებთ დემაკიაჟს და პილინგს, რომ ფორები გაიხსნას და შევიყვანოთ კოქტეილები, რომელმაც კანის კოლაგენები უნდა აამოძრაოს. ეს ასევე მისწრებაა აკნე-გამონაყარზე. ეს კეთდება 10-15 დღეში ერთხელ და ძალიან კარგია გამომშრალი კანისთვის.
- ბოლო დროს კოსმეტოლოგები არ აღიარებენ ე.წ. კოვზით გაწმენდას...
- მე არ ვეთანხმები იმ კატეგორიას, ვისაც მიაჩნია, რომ კოვზით სახით გაწმენდა არ არის სასარგებლო. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ კოვზი, ელექტრონულ აპარატებთან შედარებით, კანში ჩამჯდარ შავ წერტილებს და ცხიმებს სიღრმისეულად ასუფთავებს...გაგრძელება