ყოველდღიურ საკვებ რაციონში აქტიურად ვიყენებთ ხილსა და ბოსტნეულს, როგორც ჯანსაღ, გემრიელ და სასარგებლო პროდუქტს ჩვენი ორგანიზმისთვის. იგი არა მხოლოდ აუმჯობესებს ორგანიზმის ფუნქციონირებას, არამედ ხელს უწყობს ჩვენი სახის კანის სიჯანსაღესაც.
სახლის პირობებში დამზადებული ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც მაღაზიის თაროებზე ნაყიდი ძვირად ღირებული საშუალებები.
ჩვენ შევარჩიეთ 5 საუკეთესო პროდუქტი, რომლებიც ახალგაზრდულ იერსა და ბზინვარებას მიანიჭებს თქვენი სახის კანს.
კარტოფილი - მშრალი კანისთვის
კარტოფილი ცნობილია, როგორც კარგი დამატენიანებელი და მათეთრებელი საშუალება. იგი აშორებს მუქ წრეებს თვალის გარშემო, ამცირებს წვრილ ნაოჭებს. მისი წვენის ბაქტერიციდიული მოქმედება დაგეხმარებათ გაღიზიანებული კანზე აკნეს მოშორებაში. მომზადების წესი: კარტოფილი კარგად გარეცხეთ, მოაშორეთ კანი და გახეხეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველია ეს პროცედურა გაიმეოროთ კვირაში 3-ჯერ.
პომიდორი - ცხიმიანი კანისთვის
ეს ნიღაბი შეამცირებს ზედმეტი ცხიმის გამოყოფას თქვენი სახის კანზე.
მომზადების წესი: 1ც ბოლოკსა და პომიდორს გააცალეთ კანი და დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი. სასურველი კონსისტენციის მისაღებად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი. წინასწარ გასუფთავებულ კანზე, თვალისა და ტუჩების მიდამოების მოშორებით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
წაიკითხეთ სრულად