რა არის გამწმენდი ზეთი და როგორ მუშობს?
ზოგიერთი გამწმენდი საშუალება, რომელიც კანს სისუფთავის შეგრძნებას ანიჭებს, რეალურად შეიცავს ძლიერ ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებს. ისინი შესანიშნავად აცილებს სახიდან ჭუჭყს და არასასურველ ცხიმს, თუმცა აღიზიანებს კანს და ხშირად არღვევს PH ბალანსს. გამწმენდი ზეთები კი მაკიაჟის მოსაშორებლად ერთ-ერთი სასურველი ტექსტურაა. ამ ტიპის გამწმენდებს განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ. მისი ფორმულა ადვილად იერთებს და შლის კანზე არსებულ მინარევებს, როგორებიცაა, მაკიაჟისგან დარჩენილი ნაწილაკები, მზისგან დამცავი საშუალებები და ჭარბი ცხიმი. მკვებავი ზეთები ადვილად აღწევს სახის კანის ქსოვილში, რაც უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ სარგებელს და ლიფტინგის ეფექტს. საბოლოოდ, კანი არის რბილი, სუფთა, მბზინავი.
რეკომენდებულია თუ არა ცხიმიანი კანისთვის?
გამწმენდი ზეთების ტექსტურის საუკეთესო თვისებაა, რომ ის შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. მაშინაც კი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ზეთოვანი გამწმენდები დადებით გავლენას ახდენს მასზე. აკნესადმი მიდრეკილ კანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საპნის შემცველი საწმენდების გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს კანის დამცველობითი ბარიერი. ეს კი ხელს უწყობს აკნეს განვითარებას. ამ კუთხით იდეალურია ზეთოვანი გამწმენდი საშუალებების გამოყენება. მისი ფორმულიდან გამომდინარე, ის ასუფთავებს კანს გამოშრობის გარეშე და აბალანსებს კანის ტენიანობას, ხელს უწყობს მისი ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. ამასთან, დადებითად მოქმედებს ნაოჭებისკენ მიდრეკილ კანზე.
რა ინგრედიენტებს უნდა შეიცავდეს გამწმენდი ზეთი?
გამწმენდი საშუალება გამდიდრებული უნდა იყოს ანტიოქსიდანტებით და ბუნებრივი ინგრედიენტებით.
აქ მოცემული ელემენტები დაგეხმარებათ გამწმენდის შერჩევაში:
- ხმელთაშუა ზღვის ექსტრა ზეითუნის ზეთი - გააჩნია დამცავი და რეგენერაციული თვისებები;
- მზესუმზირის ზეთი - ომეგა 6 და ომეგა 9-ის წყალობით ეხმარება კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას და გაძლიერებას;
- სალბის ექსტრაქტი - ბუნებრუვი წარმოშობის ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს კანის ტონის გაერთიანებას და ბზინვარებას.
გამოყენების წესიგამწმენდის გამოყენება შესაძლებელია დღისით და ღამით: - დაიტანეთ მშრალ ხელზე რამდენიმე წვეთი და წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ მთლიან სახეზე;
- დაიტენიანეთ სახე თბილი წყლით და ჩამოიბანეთ.
მოამზადა მარიამ ფოლადაშვილმა