სოდა სამზარეულოს განუყრელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მისი ყველა თვისების სწორად გამოყენება. ვიცით, რომ საცხობი სოდა შთანთქავს მაცივარში არსებულ უსიამოვნო სუნს, აშორებს ლაქებს, მაგრამ იცოდით, რომ ეს არის სილამაზის მრავალფუნქციური ინგრედიენტიც? დაემშვიდობეთ ძვირად ღირებულ გელებსა და კრემებს. ამის ნაცვლად, სცადეთ ეს რამდენიმე ხერხი:
მოიშორეთ გაუხეშებული კანი და მკვდარი უჯრედები. ერთი ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ ნახევარ ჭიქა წყალს და სახეზე წრიული მოძრაობით შეიზილეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოამზადეთ აბაზანა - შეურიეთ თბილს წყალს 1 სუფრის კოვზი სოდა. საცხობი სოდა აშორებს ბაქტერიებს, უსიამოვნო სუნს და ხელს შეუწყობს სოკოსგან თავის აცილებას.
ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად შეურიეთ სოდა თბილ წყალს და შეიზილეთ ხელებზე. ეს ბუნებრივი სკრაბი ხელებს სუფთასა და რბილს გახდის.
გახსენით 0,5 ჩ.კ. სოდა 1 ჭიქა წყალში და გამოივლეთ ყოველ 4 საათში ერთხელ. ეს ანეიტრალებს ტკივილს გამომწვევ მჟავეებს. თუ ამ ხსნარს გამოიყენებთ, ის რამდენიმე დღეში მოგიხსნით პირის ღრუს ლორწოვან ანთებას.
აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდა. იგი დაარბილებს და დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
მოამზადა მარიამ ფერაძემ