თუ ჯერ ვერ გაერკვიეთ, რისი გაკეთება გსურთ, შეხედეთ ამ ნიმუშებს და აირჩიეთ თქვენი მოდური ვარიანტი - "ნუდი", გლუვი თუ ნათელი პალიტრებით.
სადა ფრჩხილებზე პატარა გეომეტრიული დეტალი ზოგჯერ უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე რთული დიზაინი. ეს შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც უყვარს "მანიკიური მანიკიურის გარეშე", მაგრამ, ამავე დროს, სურს გამოირჩეოდეს.
მბზინავი ფრჩხილები მომავალი სეზონების მთავარი ტრენდია. სხვადასხვა ტექნიკის კომბინაცია ფრჩხილზე კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება!
გლუვი მანიკიური სულ ტყუილად ითვლება მოსაწყენად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილების კომბინაციაზე. და თუ აქცენტებს გააკეთებთ კლასიკური ლაქით, თქვენ მიიღებთ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს.
დაივიწყეთ მკაცრი კვადრატები, ხაზები და სამკუთხედები. შთაგონება ჯობს კალეიდოსკოპში ეძებოთ! თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თუნდაც კრემისფერი და ვარდისფერი და მიიღებთ საოცარ შედეგს!
ეს არის ყველაზე სასურველი დიზაინი 2022/23 შემოდგომა-ზამთრისთვის. და თუ არ მოგწონთ კლასიკური დიაპაზონი, აირჩიეთ სხვა ჩრდილები. ეს მანიკიური გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ორიგინალურობით. ამიტომ დროა, რომ სცადოთ!
ასევე იხილეთ: შილაკის 7 დიზაინი ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ქალღმერთივით გამოიყურებოდნენ