სახის კანზე ზრუნვა დაგეხმარება იგრძნო თავი ჯანსაღად და თავდაჯერებულად, Veli.store-ზე კი ყველაფერია, რაც ამისთვის დაგჭირდება.
კანის მოვლის პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება. უპირველესად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ამ მხრივ. ესაა ნაბიჯი, რომლის შემდეგაც უკვე გაბედულად შევუდგებით ჩვენთვის სრულყოფილი რუტინის შედგენას.
3 ძირითადი ეტაპი სახის კანის მოვლის რუტინისთვის
სანამ კონკრეტულ საფეხურებსა და პროდუქტს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ 3 მთავარი კომპონენტი სახის კანის მოვლისას. ესენია:
გაწმენდის შემდეგ ვიწყებთ „მკურნალობას“, რაც გულისხმობს სახის პრობლემურ უბნებთან ინდივიდუალურ გამკლავებას. ამ პროცესში ჩართულია სასარგებლო, ბუნებრივი ინგრედიენტებით სავსე შრატები ან კრემები, ვიტამინების , რეტინოლის, ალფა ჰიდროქსილ მჟავებისა და სხვა გამაჯანსაღებელი ნივთიერებებით.
კანის დატენიანება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სახის მოვლის რუტინაში. იგი მრავალ საფეხურსა და პროდუქტს აერთიანებს და ორიენტირებულია კანის გამომშრალი, მომაკვდავი უჯრედების გამოცოცხლებისკენ.
საბოლოოდ კი საჭიროა დავტკბეთ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით და მივცეთ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. უბრალოდ მოკალათდი სავარძელში, ამოარჩიე სახის ნიღაბი შენი საყვარელი არომატით, ჩართე მუსიკა და ღრმად ჩაისუნთქე - მიზანთან კიდევ უფრო ახლოს ხარ.
იდეალური სახის კანის მოვლის რუტინა შენთვის
თუ გადაწყვიტე იცხოვრო ჯანსაღად და ამ პროცესში სიმარტივის პოვნას ცდილობ, ეს სახის კანის მოვლის რუტინა არაჩვეულებრივი გზაა მიზნის სწრაფად მისაღწევად. სახის მოვლის რუტინის 6 ნაბიჯი, რომლებიც აუცილებლად მოგცემს კანის გაჯანსაღების გარანტიას.
ნაბიჯი 1: გამწმენდი
დაბინძურება სახის კანს ვნებს, ამიტომ სახის კანის წმენდა აუცილებელია. Veli.store -ზე წარმოდგენილია გამწმენდი საშუალებების დიდი ასორტიმენტი, რომლებიც პროფესიონალურადაა შემუშავებული ეფექტური ინგრედიენტებით, სწრაფი შედეგისთვის.
წმენდისთვის შეგიძლია შეარჩიო სახის გამწმენდი გელი, ქაფი და მიცერალური წყალი მაკიაჟის მოსაშორებლად. ამავე მიზნით გამოიყენება სახის სკრაბიც, თუმცა მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კანის ტიპი და ინდივიდუალური სტრუქტურა.
კვირაში რამდენჯერმე უმჯობესი იქნება გამოვიყენოთ სახის გამწმენდი ნიღაბი. ჩვეულებრივ, სახის ნიღაბი წმენდისას გამოიყენება ამქერცლავი და გამწმენდი მახასიათებლებით, თუმცა, მას ასევე დამატენიანებლის ფუნქციაც აქვს.
ნაბიჯი 2: ტონერი
კანის მოვლის რუტინაში ხშირად ტონერი შეუმჩნეველი რჩება, თუმცა, რეალურად, კარგ ტონერს შეუძლია უდიდესი სარგებლის მოტანა მკურნალობისას.
რუტინის ეს ეტაპი ორიენტირებულია ფორების და გამონაყარის პრობლემებზე, თუმცა, ამასთან, ითავსებს კანი მკვებავის ფუნქციასაც. შესაბამისად, იგი ყველა ტიპის კანისთვის იდეალური პროდუქტია.
Veli.store გთავაზობს ბუნებრივ, ნაზ ფორმულებს სახის ტონირებისთვის. ესაა მსუბუქი სითხე, რომელიც სახის დაბანის შემდგომ უნდა დავიტანოთ კანზე, რათა მაკიაჟისა და ჭუჭყის შესაძლო კვალი სრულიად მოვიშოროთ. ტონერი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ კანის დასატენიანებლად, მოსადუნებლად და pH ბალანსის აღსადგენად.
ნაბიჯი 3: თვალები
თვალების ირგვლივ კანი უფრო დელიკატურია, ვიდრე სახის დანარჩენი ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია შევარჩიოთ პროდუქტი, რომელიც ნაზია, მაგრამ მაინც შეძლებს გაუმკლავდეს ნაოჭებს, შეშუპებას ან მუქ წრეებს.
თვალების გარშემო კანი იმდენად თხელი და ნაზია, რომ არასწორი მოვლისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო მიმიკური ნაოჭები და მუქი წრეები შესაძლოა ადრეულ ასაკშივე გაჩნდეს. წლების მატებასთან ერთად კანის სტრუქტურაც იცვლება. ამიტომ თვალის კრემი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნივთიერებით უნდა იყოს გაჯერებული.
Veli.store -ზე წარმოდგენილი თვალის კრემები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, – ასეთია კუნელის, არნიკას, გინკგოს ექსტრაქტები, – და ხელს უშლის პიგმენტაციას – ასეთია C ვიტამინი, ბუდლეიასა და თუთის ხის ფესვის ექსტრაქტები.
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, თვალის კრემებს შორის, სოსკინის A+ თვალის კრემია , რომელიც იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის. მის ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მიკროსფეროები ავსებს ჩავარდნილ უპეებს, აღიავებს სიშავეებს და ებრძვის მიმიკურ ნაოჭებს.
ნაბიჯი 4: შრატები
შრატი ხელს უწყობს კანის კვებას, შეხორცებასა და აღდგენას.
სანამ სახის კანის დამატენიანებელ კრემზე გადავალთ, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ შრატი, რათა კანი მაქსიმალურად მოვამზადოთ შემდგომი ეტაპებისთვის. პირველი საშუალება, რითაც შეგვიძლია გავუმკლავდეთ კანის სიმშრალესა და სენსიტიურ სტრუქტურას, სწორედ შრატია.
მაკორექტირებელი შრატი შეიცავს აქტიური ინგრედიენტების სპეციალიზებულ ნაზავს და ტენიანობის დამაკავშირებელ ინგრედიენტებს, რომლებიც ინტენსიურად ატენიანებს კანს ღრმა დონეზე, რაც ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის აღდგენას, როდესაც ის დაზიანებულია. შესაფერისია ყველა ტიპის, განსაკუთრებით კი, მგრძნობიარე, დეჰიდრირებული კანისთვის.
ნაბიჯი 5: დამატენიანებელი
არ აქვს მნიშვნელობა, სახის კანი მშრალია თუ ცხიმიანი, არის თუ არა მიდრეკილი აკნეს, ჰიპერპიგმენტაციისა თუ სხვა მსგავსი მდგომარეობისკენ - შენთვის იდეალური დამატენიანებლის პოვნას veli.store-ზე აუცილებლად მოახერხებ.
ამ ნაბიჯისთვის განკუთვნილი კრემები და ლოსიონები სპეციალურად შექმნილია დამატენიანებელი, მკვებავი ეფექტისთვის.
ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის Mario Badescu Drying სახის კრემს გირჩევდი, რადგან იგი ამცირებს კანქვეშა გამონაყარს, გაღიზიანებას, სიწითლეს, ზედაპირულ ლაქებსა და აკნეს. ამასთან, ბადასკუს სახის დამატენიანებელი სწრაფად აშრობს პრობლემურ უბნებს და ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის შეწოვას. აღნიშნული ბრენდის პროდუქტის შეძენას ექსკლუზიურად, მხოლოდ veli.store-ზე შეძლებ.
ნაბიჯი 6: მზისგან დამცავი
ხშირად ჩნდება კითხვა: „რა არის კანის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი? ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს - SPF. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს ან კანის მდგომარეობას, ჩვენ აუცილებლად უნდა შევარჩიოთ პროდუქტები SPF-ით, რათა გავუმკლავდეთ მზის გამოსხივებას და შევინარჩუნოთ კანი ჯანსაღ მდგომარეობაში. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა კანის დაზიანებისგან დასაცავად.
თუ დღის განმავლობაში აპირებ მზის შუქზე ყოფნას (წლის ნებისმიერ დროს), მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელი პირობაა. იგი მუდმივად უნდა გავიახლოთ და ვიზრუნოთ, რომ ჩვენი სახე მზის შუქზე დაცული იყოს.
შეარჩიე სახის ნიღაბი veli.store-ზე
სახის მოვლის რუტინის საფეხურების დასასრულს არ უნდა დაგვავიწყდეს კანის მოვლის მთავარი პერსონაჟი - სახის ნიღაბი.
კანის მოვლის საშუალებები და ტრენდები საკმაოდ მალე იცვლება, თუმცა სახის ნიღაბი მუდმივად ინარჩუნებს პოპულარობას. Veli.store ისეთი საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა:
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ინდივიდუალური საჭიროებები და ამის მიხედვით შევარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი veli.store-ზე.
სახის კანის მოვლის ამ რუტინის საშუალებით ჩათვალე, რომ ყოველი ახალი დღე შენს კიდევ ერთ ნაბიჯად იქცევა ჯანმრთელი და მბზინვარე კანისკენ.
იშოპინგე VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისსა და მის შემოგარენში. ყველაფერი შენი კომფორტისა და ჯანმრთელობისთვის აქაა.
R