26 წლის ლიკა ბიბიჩაძეს ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდან აწუხებდა. ამბობს, წლების განმავლობაში არაერთი სწრაფი დიეტა სცადა, თუმცა სტაბილურ შედეგს ვერ მიაღწია. წონაში სწრაფად იკლებდა, თუმცა, როგორც კი დიეტას თავს ანებებდა, ორმაგად იმატებდა. 3 წლის წინ, ოჯახის წევრების რჩევით, გადაწყვიტა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, დროს და ფულს ტყუილად კარგავდა და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. ასეც მოიქცა და დღეს ყველა იმ ადამიანის მადლიერია, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარნენ.
ამბობს, რომ წონაში დაკლების გამო ხშირად არასწორ მეთოდებს მიმართავდა და 10 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ყველას ურჩევს, მას არ მიბაძონ და მისი არასწორი გამოცდილება არ გაიზიარონ.
იხილეთ ვიდეო