არიან ადამიანები, რომლებიც მაკიაჟის გარეშე ინარჩუნებენ გლუვ და რბილ კანს, მაგრამ როგორ ახერხებენ ამას? გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რათა თქვენც შეძლოთ ამის მიღწევა.
გვირილის ჩაი გლუვი კანისთვის
გვირილის ჩაი კარგია იმისთვის, რომ თქვენს კანს ჯანსაღი ბზინვარება მიანიჭოს. როგორ გამოიყენება? შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ცხელ წყალს. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეურიეთ მცირე რაოდენობით თაფლი. დალიეთ ნარევი დილით, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, რათა დაინახოთ შედეგები თქვენს კანზე.
გრძელი წამწამები
წაისვით წამწამებზე ნატურალური ზეთი და ისინი უფრო გრძელი იქნება ტუშის გამოყენების გარეშე. შემადგენლობა: სეზამი, ნუში და ვიტამინი E. საუკეთესო შედეგისთვის დაიტოვეთ ზეთი წამწამებზე ღამით და დილით ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
გაყოფილი ბოლოები
თუ ბოლოები გაყოფილი გაქვთ, მოამზადეთ ნიღაბი კვერცხის გულითა და იოგურტით, წაისვით თმაზე, რათა ისევ ჯანსაღი გახადოთ. ასევე, დაამატეთ მცირე რაოდენობით ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი კვერცხის გულს, რათა თმას ჯანსაღი ბზინვარება მისცეს. როგორც კი ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში აურევთ, ნიღაბი გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მბზინავი თმა
ბანანი შეურიეთ ზეითუნის ზეთს და დააბლენდერეთ. ასევე, დაამატეთ მცირე რაოდენობით თაფლი და იოგურტი. მას შემდეგ, რაც თმაზე წაისვამთ, დაიხურეთ ქუდი, რომ სკალპი თბილი იყოს, რადგან ეს უკეთეს შედეგს გამოიღებს. დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ.
წაიკითხეთ სრულად