რჩევები

როგორ გავრეცხოთ ხელოვნური ბეწვი - რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ გავრეცხოთ ხელოვნური ბეწვი - რჩევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
შესაძლებელია თუ არა ეკობეწვის ქურთუკის გარეცხვა სარეცხ მანქანაში? - დიახ. ეს ხელოვნური ბეწვის ერთ-ერთი უპირატესობაა.

დასაწყისისთვის აუცილებელია, რომ ბეწვს მტვერი მოაშოროთ. უმჯობესია, თუ ამას გარეთ გააკეთებთ. ჩამოკიდეთ საკიდზე და ისე გაასუფთავეთ, როგორც მტვრიან ხალიჩას ასუფთავებთ ხოლმე.

  • ჩადეთ სარეცხ მანქანაში და ჩართეთ აბრეშუმის/მატყლის რეჟიმზე.

  • აუცილებლად გამორთეთ წურვის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქურთუკი შეიძლება დაზიანდეს.

  • რეცხვის დასრულების შემდეგ ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდეთ, რომ დაიწუროს.

ეკობეწვის მოვლის წესები

  • არ შეინახოთ ბეწვის ქურთუკი დაკეცილი - ასე მას ნაკეცები გაუჩნდება და ბეწვიც
    დასცვივდება. უმჯობესია, პალტოს საკიდზე ჩამოკიდოთ და კარადაში მოათავსოთ.

  • არასოდეს ჩადოთ სველი ბეწვის ქურთუკი კარადაში. ჯერ გაშრეს.

  • ბეწვის ჩამოცვენის თავიდან ასაცილებლად პერიოდულად დავარცხნეთ ლითონის სავარცხლით.

  • თუ ბეწვის ქურთუკი ძლიერ დაბინძურებულია, არ გამოიყენოთ ლაქების მოსაშორებელი საშუალება. რთულ შემთხვევებში უმჯობესია ქიმწმენდას მივმართოთ.


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93