როგორ მოვუაროთ პრობლემური სახის კანს?
როგორ მოვუაროთ პრობლემური სახის კანს?
თუკი ძვირადღირებული კოსმეტიკისთვის ფული არ გრჩებათ, სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები კი მრავლად გაქვთ, მაშინ ბებიების სკივრიდან ამოღებულ რეცეპტებს გაეცანით.

1) თუ ფორებიანი კანი გაქვთ და გამონაყარიც ხშირად გიჩნდებათ, შემდეგი ნიღაბი მოამზადეთ: 1 ს/კ შვრია და 1/2 ჩ/კ სოდა გააზავეთ წყლით ან რძით და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 25 წუთი. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

2) სახის კანის ტონუსის ასამაღლებლად 2-2,5 ს/კ მარილი გახსენით 1 ლიტრ მდუღარე წყალში და ამ ნაზავით გაიწმინდეთ სახე, შემდეგ მკვებავი წაისვით.

3) იმისათვის, რომ სახეზე გამონაყარი გაქრეს და კანი გადაიჭიმოს, გამოიყენეთ კვერცხისა და თაფლისაგან მომზადებული ნიღაბი. 3 კოვზი თაფლი და 2 კვერცხის გული კარგად აზილეთ და გააჩერეთ 8 საათი ოთახის ტემპერატურაზე.

ამ ნიღბის გამოყენებამდე დაიორთქლეთ სახე. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4) თუ გსურთ სახის კანის გათეთრება, კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე (გამოყოფილი წვენი არ გადაღვაროთ). მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ნიღბის მოშორება სასურველია დარჩენილ წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.

5) გახეხეთ მჟავე ვაშლი და შეურიეთ 1 ჩ/კ სახამებელი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

6)უ ფორები გაქვთ გაფართოებული, მოგიხდებათ შავი პურისგან მომზადებული ნიღაბი: 150 გრ. შავ პურს დაასხით მდუღარე წყალი და გააცივეთ. მომზადებული ფაფა დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით.

7) ნიღაბი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით -დასრისეთ ბანანი, დაუმატეთ 1 ჩ/კ სახამებელი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი.

8) თუ მშრალი კანი გაქვთ, 1 ნაჭერ ჭვავის პურს დაასხით ცხელი რძე, გააჩერეთ რამდენიმე წუთით, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული, 1 ამპულა ვიტამინი A, კარგად აურიეთ და მიღებული მასა 20 წუთი გაიჩერეთ სახეზე.

9) თუ კომბინირებული სახის კანი გაქვთ, ჭვავის პურის ნაჭერს დაასხით რძე, დაუმატეთ თითო ს/კ ზეითუნის ზეთი და თაფლი. გაიჩერეთ სახეზე 20 წთ.

10) ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის შემდეგი ნიღაბი გამოგადგებათ: თეთრი პურის რბილობს დაასხით 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო და გააჩერეთ 24 საათით. მიღებული მასა გაწურეთ დოლბანდში. ამოავლეთ ბამბის ტამპონი სითხეში და გაიწმინდეთ სახის კანი დღეში რამდენჯერმე.

11) მათეთრებელი ნიღაბი. ხორბლის პურის 2-3 ნაჭერს დაასხით რძე, როცა პური გაფუვდება, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 30 წუთი გაიჩერეთ. ეს ნიღაბი სასურველია რძითვე ჩამოიბანოთ.

12) ვიტამინიზირებული ნიღაბი ამდიდრებს კანს ვიტამინებითა და მინერალებით. ჭინჭრის ნახარშს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო. მიღებულ მასაში ჩააწყვეთ ჭვავის პურის პატარა ნაჭრები და შემდეგ დაიდეთ სახეზე. პროცედურის ხანგრძლივობა 15 წთ-ია. ნიღბის მოშორების შემდეგ აუცილებელია მკვებავის წასმა.

13) გამწმენდი ნიღაბი. 100 გრ. ქატოს პური დალბეთ თბილ წყალში, დაუმატეთ 2-3 ს/კ არაჟანი, გააჩერეთ მცირე ხნით და მასა წაისვით სახეზე თითების წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 5 წუთი და ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

14) დამატენიანებელი ნიღაბი ნორმალური კანისთვის:
1 ჩ/კ შვრია, 5 წვეთი ლიმონი და 50
You must have Flash Player installed in order to see this player.
მლ მინერალური წყალი აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ მინერალური წყლით.

15) ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 2 ჩ/კ თაფლს შეურიეთ 50 მლ მინერალური წყალი. წაისვით სახეზე და 10 წუთში ჩამოიბანეთ. (შეიძლება მინერალური წყლითაც)

16) ლოსიონი პრობლემური კანისთვის
. (ფარავს ფორებს, ებრძვის გამონაყარს). 1 ჭიქა მინერალურ წყალში გააზავეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დაუმატეთ 1 ჩ/კ გლიცერინი. შეინახეთ ლოსიონი მაცივარში. გამოიყენეთ დილას და საღამოს.

17) ნიღაბი კანის დაბერების წინააღმდეგ: 1 ჩ/კ ფქვილი, 50 გრ. საფუარი, 1 ჩ/კ შაქარი და 1 ჭიქა მინერალური წყალი კარგად აურიეთ, მიღებული მასა 3 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ნიღაბი სახეზე 20 წუთზე მეტხანს არ გაიჩეროთ. მისი გამოყენება შეიძლება კვირაში 2-3 ჯერ 4-5 კვირის განავლობაში.

18) უნივერსალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის.
1 ჩ.კ თაფლი, 1 ჩ/კ გლიცერინი, 2 ჩ/კ შვრია აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ და შემდეგ სახე მინერალური წყლით გაიწმინდეთ.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
წაშალეთ ეს სასწრაფოდ: 6 ბიუთი-შეცდომა, რომლებიც თქვენს კარიერულ ზრდას ხელს უშლის!
16:56 / 18-07-2017
თანამედროვე ბიუთი-ტრენდები სულ უფრო იშვიათად ემხრობა ბუნებრივობას. თუმცა, რასაც მოდურ ჟურნალებში ხედავთ ოფისისთვის შესაფერისი ყოველთვის როდია, განსაკუთრებით, თუ კარიერის გაკეთებას აპირებთ.
გოგონა აკნესგან სრულიად მას მერე გათავისუფლდა, რაც რაციონიდან მხოლოდ ერთი პროდუქტი ამოიღო
17:29 / 17-07-2017
მას ყოველთვის კარგი კანი ჰქონდა: მცირე დეფექტებით, მაგრამ ჯანსაღი და გლუვი. ხალხი ეკითხებოდა, თუ რა კოსმეტიკას ხმარობს, მაგრამ სინამდვილეში, ქეისი პაუნი განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებდა კანის მოსავლელად.
მცენარეული ნიღაბი- ანიჭებს სახის კანს ბზინვარებას და ასუფთავებს ფორებს
13:00 / 17-07-2017
აიღეთ 2 ჩ.კ სააფთიაქო გვირილის ყვავილები, 2 ჩ.კ. ცაცხვის ყვავილი, 2 ჩ.კ. სალბი (შალფეი).
გავილამაზოთ წარბები, ქალბატონებო...
14:11 / 14-07-2017
მოდის ცვალებადობა არა მხოლოდ ტანსაცმელსა და ვარცხნილობაზე, არამედ წარბების ფორმაზედაც ვრცელდება. იყო დრო, როცა წვრილი, ხაზივით წარბები იყო მოდაში. კიდევ უფრო ადრე - მსხვილი და გრძელი, ლამის საფეთქლებამდე გადაჭიმული.
ფეხებიდან თმის მოცილების 7 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ
13:06 / 11-07-2017
ბევრი ჩვენგანი აკეთებს ამას. მაშინაც კი, თუ ეპილაციას იკეთებ, არის ხოლმე დღეები, როდესაც სიტუაციას მხოლოდ საპარსი გამოასწორებს.
თავის მოვლის 20 ხრიკი, რომლებისთვისაც მადლობას იტყვით!
13:03 / 11-07-2017
ყველა ქალი ოცნებობს, შეუდარებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ შესაძლებელია ეს ისე, რომ ბევრი არ დახარჯო? სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ დღეს ჩვენი რედაქცია და შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ და ძალიან გამოსადეგ ხრიკს.
უცხოელი სტილისტები თავის მოვლის მარტივ საშუალებებს გვიმხელენ
11:46 / 11-07-2017
ეპილაციის შემდეგ კანის გაღიზიანებას ასპირინით უშველით. დაფხვენით აბები, დაუმატეთ იმდენი წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და წაისვით გაღიზიანებულ ადგილებზე.
სელის ნიღაბი სახის კანისა და ყელის ნაოჭებისთვის - სწრაფი შედეგითა და საოცარი ეფექტით
15:30 / 10-07-2017
ეს ნიღაბი 12-15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა იკეთოთ და აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.
6 ბუნებრივი და სუპერეფექტური საშუალება სახიდან შავი წერტილების მოსაცილებლად
13:18 / 05-07-2017
კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი და შინაური მოვლა კანს სუფთას და მოვლილს გახდის. გთავაზობთ ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პრობლემის - სახიდან შავი წერტილების მოცილებაში.
ავტორუჯის მოშორების 5 ყველაზე ეფექტური ხრიკი
10:55 / 03-07-2017
წარუმატებლად წაისვი? მოგბეზრდა? ზოგ ადგილებში გადავიდა? - არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, მის მოშორებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31