რჩევები

ათეთრებს კბილებს, წმენდს სახის კანს, ამაგრებს ფრჩხილებს, აშუშებს იარებს - ლიმონის გამოყენების 11 ხერხი

ათეთრებს კბილებს, წმენდს სახის კანს, ამაგრებს ფრჩხილებს, აშუშებს იარებს - ლიმონის გამოყენების 11 ხერხი
ბევრ ჩვენგანს უყვარს ლიმონი და მას ხშირად იყენებს კულინარიაში, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რა სარგებლობა მოაქვს ამ ციტრუსს კანისა და თმის მოვლისას. გთავაზობთ ლიმონის გამოყენების 11 ხერხს კოსმეტიკურ პროცედურებში.
1. მოამზადეთ სახის კანის "გამასუფთავებელი და დამატენიანებელი" ლოსიონი: ამისათვის რამდენიმე წვეთ ქოქოსის წყალს (ქოქოსის წვენს) შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ქოქოსი ატენიანებს კანს, ლიმონი კი - ასუფთავებს.

2. იდაყვებსა და მუხლებზე კანის გამათეთრებელი:
თუ თქვენს იდაყვებსა და მუხლებზე კანი გამუქებულია, გაიწმინდეთ ისინი გაჭრილი ლიმონით – ეფექტით აღფრთოვანდებით.

3. აკნეს მკურნალობა:
ლიმონის წვენს ანტიბაქტერიული თვისებაც აქვს - მისი წვენი გაგათავისუფლებთ გამონაყრისგან. ოღონდ შემდეგ არ დაივიწყოთ მკვებავი საშუალების გამოყენება, თორემ ლიმონი კანს ძალიან აშრობს.

4. სახის ტონიკი: შეურიეთ ერთმანეთს ლიმონის რამდენიმე წვეთი და იმდენივე წვეთი ჩაის ხის ზეთის ექსტრაქტი, დაუმატეთ 200 მლ სტერილური წყალი და გამოიყენეთ სახის ტონიკის მაგივრად.

5. კბილების გამათეთრებელი საშუალება: საკვები სოდისა და ლიმონის წვენის ნარევში დაასველეთ ყურის საწმენდი ჩხირი, წაისვით კბილებზე და შემდეგ კბილის ჯაგრისით კარგად გაიხეხეთ – ეფექტს თავად ნახავთ.

6. იარების მომშუშებელი:
ლიმონის ესენციის რამდენიმე წვეთი უცებ შეგიხორცებთ სხვადასხვა იარას.

7. კანის გათეთრება C ვიტამინით: ამ ვიტამინით მდიდარი ლიმონი ათეთრებს არა მხოლოდ სახის, არამედ მთელი სხეულის კანს. ეფექტი სწრაფი არ არის, თანდათან მოდის, თუმცა – აუცილებლად. ამასთან, ვიტამინი C – არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია – ანეიტრალებს კანისთვის მავნე თავისუფალ რადიკალებს და აჩქარებს კოლაგენის წარმოქმნას.

ლიმონი ეფექტურია პიგმენტური და ხელოვნური რუჯისგან გაჩენილი ლაქების მოსაცილებლადაც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი არა მარტო აშრობს კანს, არამედ მას ულტრაიისფერი სხივების მიმართ მეტად მგრძნობიარეს ხდის. ასე რომ, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.

8. კანზე ცხიმიანი სიბზინვარის შემამცირებელი:
ლიმონის წვენის გამომშრობი ეფექტი კანის მოჭარბებული ცხიმიანობისგანაც გაგათავისუფლებთ.

9. ტუჩის პილინგი: ცოტაოდენი ლიმონის წვენი წაისვით ტუჩებზე და დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით კი ჩამოიბანეთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ ღირს იმ შემთხვევაში, თუ ტუჩები იმდენად დამსკდარი გაქვთ, რომ სისხლი გდით.

10. ფრჩხილების გამაგრება:
მტვრევადი და გაყვითლებული ფრჩხილების გამაგრება და გათეთრება შესაძლებელია, თუკი წაისვამთ (ან ჩააწყობთ ხელებს) ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავში. ეს არა მხოლოდ არაჯანმრთელი ფრჩხილების შემთხვევაშია სასარგებლო, არამედ მაშინაც, თუკი ხშირად იყენებთ ფრჩხილის ლაქს.

11. თმის გამაღიავებელი: თუ არ გსურთ, რადიკალურად გაიუფერულოთ თმა სილამაზის სალონში და გინდათ, ოდნავ გაგიღიავდეთ თმის ფერი, წაისვით თმაზე ლიმონის წვენი და დაჯექით ცოტა ხნით მზეზე. ასევე, ლიმონის წვენი მოგაშორებთ ქერტლს და თმის ზედმეტი ცხიმიანობისგანაც გაგათავისუფლებთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 25 /
ნინო
არანაირი ლაქები და სიშავე არ ამოყავს. სიცრუეააა
16:50 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ელა
კბილებს მართლაც ათეთრებს, თუმცა საზიანოა ემალისთვის, ერიდეთ ხშირად გამოყენებას.
21:39 / 06-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93