1. ყველაზე ღია ფერი წაისვით მთელ ქუთუთოზე საფუძვლად. უფრო დახვეწილი იერისთვის ჩრდილი არ უნდა იყოს უკიდურესად ახლოს წარბთან.
2. საშუალო ტონი
ქუთუთოს ცენტრალური ნაწილი შეიღებეთ საშუალო ტონის ჩრდილით და გაინაწილეთ თვალის შიდა კუთხემდე, იმისათვის, რომ თვალს მეტი სიღრმე მიენიჭოს.
3. მუქი ტონი
მუქი ჩრდილი აპლიკატორით გაინაწილეთ წამწამის კიდიდან თვალის შიდა კუთხისკენ. ასე ხაზს გაუსვამთ თვალის ჭრილს და მას მეტ გამომსახველობას მიანიჭებთ.
4. ჰაილაიტერი
გააკეთეთ ჰაილაიტერით შრტიხი თვალის შიდა კუთხიდან ბოლომდე, ოღონდ ისე, რომ გაჰყვეთ წარბის ქვედა მიდამოს (უკიდურესად ახლოს წარბთან). ასე თვალი ვიზუალურად უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდება.