კიტრის ნათალის სარგებლობის შესახებ ალბათ არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ იცოდით, რომ მისი გამოყენება სახის გადაჭიმვის მიზნით შეგიძლიათ?
გთავაზობთ ნიღაბს, რომელიც მარტივად მზადდება და მისი გამოყენება თვეში ორჯერაა შესაძლებელი.
აიღეთ 3 სუფრის კოვზი ჟელატინი და ჩაალბეთ 100გ თბილ წყალში. ჟელატინი რომ აფუვდება, დაუმატეთ დაახლოებით 5 ჩ.კ. გახეხილი კიტრი და ერთმანეთში აურიეთ.
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე წუთში იგრძნობთ.