ალოეს წვენს აქვს თვისება, აწარმოოს ახალი უჯრედები; შესაბამისად, გააჯანსაღოს ორგანიზმი და შეინარჩუნოს კანის სილამაზე და ახალგაზრდობა!
ბიომასტიმულირებელი ალოეს წვენი მდიდარია ფერმენტებით. პრეპარატები, რომლებშიც ალოეა შესული, ასტიმულირებს ორგანოს დაავადებულ უჯრედებს. ალოეს წვენისგან შეგიძლიათ მოამზადოთ საერთო გამაჯანსაღებელი და ორგანიზმის გამწმენდი საშუალება, თუმცა მანამდე 2 კვირა მცენარეს არ დაუსხათ წყალი.
შემდეგ მოწყვიტეთ ძირში ფოთოლი, შეახვიეთ მუქ ქაღალდში და 2 კვირა შეინახეთ მაცივარში, ქვედა თაროზე. შემდეგ გამოიღეთ, გადაავლეთ ადუღებული წყალი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაწურეთ მარლაში და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.
ორგანიზმის გამწმენდი:
აიღეთ 100 გრ ალოეს წვენი, 500 გრ გატარებული ნიგოზი, 300 გრ თაფლი, 3-4 ლიმონის წვენი. ყველაფერი ეს ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კანისთვის:
აიღეთ: ალოეს ფოთლები (მინიმუმ 3 წლის)
წინასწარ გქონდეთ კუბებად გაყინული ალოეს წვენი მაცივარში, ის აუცილებლად გამოგადგებათ სახისთვის.
მაგალითად: თუ ალოეს გაყინული წვენის კუბით გაიწმენდთ ყოველდღიურად სახეს, გააქრობთ წვრილ ნაოჭებს.
გაადნეთ გაყინული ალოეს წვენის ერთი კუბი, შეურიეთ 1 კვერცხის გული ან 1 ჩაის კოვზი თაფლი და დაიდეთ სახეზე;
ალოეს გაყინული წვენის ერთი კუბი გაადნეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი. არაჩვეულებრივია ზამთარში;
ალოეს წვენის ყინულის ერთი კუბი გაადნეთ, შეურიეთ ცოტაოდენი რძის ფხვნილი (თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, გაათხელეთ ჩვეულებრივი რძით).
ცხიმიანი კანისთვის საუკეთესოა ალოეს წვენში შერეული სპირტი - 1:4-ზე და ამ ლოსიონით ყოველდღიურად სახის გაწმენდა.
P.S. ალოემ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია. ამიტომაც რეკომენდებულია ტესტირება.
მოამზადა ლელი სიხარულიძემ