ნაოჭების საწინააღმდეგო მასაჟს, Zogan-ს (ითარგმნება, როგორც "სახის შექმნა"), უძველესი იაპონური ფესვები აქვს. მეთოდი სილამაზის პოპულარულმა იაპონელმა ექსპერტმა, იუკოკო ტანაკამ აღადგინა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაახალგაზრდავების ამ მეთოდის მიმართ სულ უფრო დიდი ინტერესი ჩნდება. იუკოკო ტანაკამ "ზოგანის" მეთოდი აღწერა წიგნში "სახის მასაჟი" და გამოსცა ვიდეოგაკვეთილების სერია.
მარტივი თვითმასაჟი, რომელსაც ვიდეოგაკვეთილში გთავაზობთ, შესამჩნევ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს იძლევა: ნაოჭები სწორდება, კანი ხდება ელასტიკური, მკვრივი და გლუვი, თანაბარი ხდება სახის ოვალი, იხსნება შეშუპება და ქრება თვალებს ქვემოთ ტომრები; ასევე, თხელდება ლოყები. მასაჟის ანტიასაკობრივი ეფექტი "სილამაზის წერტილებზე" ზეწოლის შედეგად მიიღება.
Zogan-ის გამაახალგაზრდავებელი 3-წუთიანი მასაჟის ყოველდღიურად გაკეთების შემთხვევაში თქვენ ჩამოგაკლდებათ 10 წელი.
იუკოკო ტანაკას რეკომენდაციები გამაახალგაზრდავებელი თვითმასაჟის, "ზოგანის" ჩატარებისას:
აუცილებლად გაიწმინდეთ წინასწარ სახის კანი;
მასაჟის გაკეთება რეკომენდებულია სპეციალურ კოსმეტიკურ ნაღებზე (მაკიაჟის ჩამოსაშორებელი რძეც გამოდგება);
წინასწარ შეისწავლეთ ლიმფოკვანძების მდებარეობა, არ დააწვეთ ძალიან სახეს.
ყველა მოძრაობა უნდა იყოს ნაზი და მოქნილი.
მასაჟი "ზოგანის" მთავარი წესი იუკუკო ტანაკასგან:
კანზე ხელი მოძრაობს ლიმფურ გზებზე – პერიფერიებიდან ცენტრისკენ. ნუ დააწვებით თავად ლიმფოკვანძებს, უბრალოდ, გაუსვით მათზე ხელი მსუბუქად – ეს საკმარისი იქნება.
ლიმფოკვანძების მდებარეობის სქემა სახესა და ყელზე:
უკუჩვენება:
კანის ანთებითი პროცესი ან სხვა დაავადება;
ლიმფური სისტემის დაავადებები;
ლორ-დაავადებები;
ორგანიზმის საერთო სისუსტე;
კუპეროზი (უნდა გამორიცხოთ მასაჟი ლოყების ზონაზე)
რჩევა: მათ, ვისაც გამხდარი სახე აქვს და ჩავარდნილი ლოყები, ძალიან ფრთხილად უნდა გაიკეთოს მასაჟი და ძირითადად, დაიმუშაოს სახის ზედა ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს ლოყების კიდევ უფრო ჩაცვენა.
ასევე იხილეთ:
უნიკალური იაპონური დიეტა: 2 კვირაში მინუს 7-8 კილოგრამი
წყლით მკურნალობის უნიკალური იაპონური მეთოდი