მართლაც, ყველაზე მეტად რა გათქვამს ქალის ასაკს, თუ არა ნაოჭები ყელზე, და რაც უნდა სამწუხარო იყოს, ნიკაპის კონტურის მოშლა!
იმისათვის, რომ გავიქროთ ყელის ნაოჭები და გავიმკვრივოთ კანი, რთული პროცედურების ჩატარება სულაც არ არის საჭირო.
რეცეპტი 1
გააბრტყელეთ საფუვრიანი ცომი და დაიფინეთ ყელზე. გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ეს ნიღაბი არაჩვეულებრივად ამკვრივებს კანს.
თუ ამ ნიღაბს დღეგამოშვებით გაიკეთებთ ერთი თვის განმავლობაში, ეფექტს აშკარად დაინახავთ. გაიმეორეთ პროცედურა წელიწადში ერთხელ.
რეცეპტი 2
ყელის ნაოჭებს ასწორებს აგრეთვე კარტოფილის პიურე, რომელშიც დამატებული იქნება 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
პიურე უნდა წაუსვათ ნაჭერზე და დაიფინოთ ყელზე, შემდეგ კი შეიხვიოთ შარფით.
გაიჩერეთ კომპრესი 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნაკეცები ყელზე კომპრესის რამდენიმე გაკეთებაში გაქრება.
რეცეპტი 3
1 ჭიქა წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და ერთი ჩაის კოვზი მარილი.
სუფთა და გაწმენდილ ყელზე ბამბის ტამპონით წაისვით მიღებული ნაერთი. არ ჩამოიბანოთ.
როცა გაშრება, თითების რბილი დარტყმითი მოძრაობით შეიზილეთ მკვებავი.
ეს პროცედურა გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ. ერთ თვეში შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.
რეცეპტი 4
თუ თქვენი ყელის კანი და ნიკაპის ქვედა მხარე სიმკვრივეს კარგავს, ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა: რამდენიმე ფენად დაკეცილი ბინტი დაასველეთ მარილწყალში (1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი მარილი) და დაიფინეთ პრობლემურ ადგილას, შემდეგ კი შეიხვიეთ მშრალი ბინტით. გაიჩერეთ ნახევარი საათი და მოიხსენით კომპრესი, წაისვით მკვებავი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.
ეს კომპრესი ამკვრივებს კანს ყელზე და ნიკაპის ირგვლივ კონტურს ასწორებს.
ასევე იხილეთ:
ზეთის კომპრესი ყელის ნაოჭების გასასწორებლად
როგორ შევინარჩუნოთ ელასტიკური ყელი