რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს შემოდგომაზე? - მკითხველის მიერ გამოცდილი ეფექტური ნიღბები

როგორ მოვუაროთ სახის კანს შემოდგომაზე? - მკითხველის მიერ გამოცდილი ეფექტური ნიღბები
შემოდგომაზე, სწორი კვების გარდა, სახის კანისთვის, მისი კვებისა და გაცოცხლებისთვის შესანიშნავია წვენების მიღება. (ხილი, ბოსტნეული 1/2 ჭიქა მაინც) განსაკუთრებით სასარგებლოა კენკროვანი ხილის წვენი, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა მიკროელემენტით და ვიტამინით. ასევე - ასკილის ნაყენი, რომელშიც უხვადაა C ვიტამინი, გვირილის ჩაი და სხვ.

ყველანაირი კანისთვის სასარგებლო ნიღბები:

  1. კიტრის ნაჭერი გახეხეთ ძალიან წვრილ სახეხზე, ასევე - ბანანი. შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმონი. კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე 30 წუთი. ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით;
  2. პომიდორი გახეხეთ, შეურიეთ არაჟანი და სახეზე
    სქლად დაიდეთ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, არაჟნის მაგივრად გამოიყენეთ სახამებელი;
  3. აიღეთ 1 ს/კ ხაჭო, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი (შეიძლება ზღვის მარილის გამოყენება), კარგად აზილეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით;
  4. .გახეხეთ სტაფილო. დაუმატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. სახე რომ არ გაგიყვითლდეთ, შეურიეთ მანანის ბურღული. გაიჩერეთ 30 წუთი, ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით და სახის ღრუბლით.

სახის დასაბანი ბუნებრივი საშუალებები


როგორც ცნობილია, სახის დაბანვა ყოველდღიურად არის საჭირო. განსაკუთრებით, ეს ეხებათ ქალაქში მცხოვრებ ქალბატონებს, რადგან ქალაქის ჰაერი ბევრად უფრო დაბინძურებულია, ვიდრე სოფლად ან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. დაბინძურებული ჰაერი უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე. ამიტომაც მისი ყოველდღიური მოვლა და გასუფთავებაა საჭირო.

ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები, რაც ბევრად კარგია, ვიდრე მზა საშუალებები.

სახის დაბანვა ნორმალური და მშრალი კანისთვის


სახე შეიძლება მაწვნით, კეფირით ან ნაღებით დაიბანოთ. მარცხენა ხელში დაიჭირეთ მაწვნიანი ჭურჭელი, მარჯვენაში კი სახის ღრუბელი ან ბამბა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასხით ღრუბელზე მაწონი, სქლად წაისვით სახეზე და თან თბილი წყლით იბანეთ, სანამ მაწონი არ გათავდება.

თუ მშრალი კანი გაქვთ, პროცედურის შემდეგ წაისვით მკვებავი. რაც უფრო ცხიმიანია კანი, მაწონი და კეფირიც შეიძლება უფრო მჟავე იყოს. ეს პროცედურა წმენდს, ატენიანებს და კვებავს კანს; ასევე, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაუფერულებას.

სახის დაბანვა შვრიის ბურღულით


ეს მასა განსაკუთრებით კარგია მაკიაჟის ჩამოსაბანად. ის წმენდს სახის კანს, აცილებს შავ წერტილებს, კრავს ფორებს და სიმკვრივის იერს აძლევს.

დაფქვით შვრიის ბურღული; აიღეთ 1 ჭიქა შვრიის ფქვილი, დაუმატეთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა ან ბორის მჟავა და კარგად აურიეთ. სახის დასაბანად აქედან ამოიღეთ 2 ს/კ და დაუმატეთ 1 ს/კ მაწონი. აურიეთ და სახეზე სქლად წაისვით. შემდეგ წრიული მოძრაობით სახეზე ისვით, თბილი წყლით ჩამოიბანეთ (ღრუბლით ან ბამბით), ეს მასა ხელმეორედ წაისვით და იგივე მოძრაობით კანი გაიწმინდეთ. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კარგია, თუ შემდეგ ცივ წყალს შეისხამთ (შეგიძლიათ ცოტა მარილიანი). დარჩენილი მასა მინის ჭურჭლით მაცივარში შეინახეთ.


  • აიღეთ 1 კვერცხის გული. აურიეთ 50 გრ არაჟანი. დაუმატეთ 1/4 ჭიქა არაყი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ. დადექით ხელსაბანთან და ღრუბლის საშუალებით ეს მასა წრიული მოძრაობით სახეზე წაისვით, ისე, რომ კანი არ გაიჭიმოს. თან იბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა, გარდა იმისა, რომ წმენდს სახის კანს და ფორებს, მსუბუქი მასაჟის როლსაც ასრულებს. ის კვებავს და ცოტათი ათეთრებს კანს.

შესანიშნავი გამწმენდია შემდეგი ნიღაბი


1 ს/კ სიმინდის ფქვილს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე, სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ წყალში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს ჩააწვეთებთ.

თამარ გეგეჭკორი
ჟურნალი ”და ქალი”
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93