1. მოიშორე კანის სიმშრალე.
იმისათვის, რომ გათავისუფლდე კანის დაჭიმულობისა და აქერცვლისგან, გაიკეთე მკვებავი ნიღაბი ბანანისგან.
გაჭყლიტე საშუალო ზომის ბანანი, დაუმატე 1 ჩაის კოვზი მკვებავი კრემი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად აურიე. დაიდე სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანე თბილი წყლით.
2. თვალის ჩამოსიებული უპეების, სიშავეებისა და სილურჯეებისთვის.
წვრილ სახეხზე გახეხე უმი კარტოფილი. შემდეგ მიღებული ფაფა დაიდე თვალებზე და 20 წუთით გაიჩერე. ეს ნიღაბი შესანიშნავად "იწოვს" ზედმეტ სითხეს თვალის ქუთუთოებიდან.
სილურჯეებისთვის: მწვანე ან შავი ჩაის 2 პაკეტს დაასხი ადუღებული წყალი, გააგრილე და პაკეტები დაიწყე თვალებზე. გაიჩერე 15-20 წუთით. ასევე, შეგიძლია 2 ბამბის ტამპონი დაასველო რძეში და დაიდო თვალებზე 15 წუთით.
3. გაღიზიანებული კანისთვის
გაიკეთე კეფირის ნიღაბი. რეცეპტი: დაგჭირდება 100-200 მლ ცხიმიანი კეფირი. 15-20 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე წაისვი კეფირი ბამბის ტამპონით (როგორც კი ერთი ფენა შეშრება, წაისვი მეორე, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ...), შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით.
4. მიანიჭე კანს ტონუსი
ცხიმიანი კანისთვის: ერთ კვერცხის ცილას შეურიე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. დაიდე კანზე 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით.
მშრალი კანისთვის: ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ერთმანეთში აურიე ხაჭო და არაჟანი ან ნაღები, დაიდე სახეზე 15 წუთით და ჩამოიბანე თბილი წყლით.
ნორმალური კანისთვის: გაჭყლიტე ერთი საშუალო ბანანის რბილობი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატე ერთი კოვზი გრეიპფრუტის წვენი და მიღებული ფაფა წაისვი კანზე. გაიჩერე 15 წუთით.
5. გაიუმჯობესე კანის ფერი, მოიშორე სიფერმკრთალე
ამაში დაგეხმარება მკვეთრი ფერის ბოსტნეულისა და კენკრისგან მომზადებული მკვებავი ნიღბები.
მშრალი კანისთვის: 2 საშუალო ზომის სტაფილო გახეხე წვრილ სახეხზე, შეურიე ერთი კვერცხის გული და წაისვი კანზე. გაიჩერე 10-15 წუთით და ჩამოიბანე თბილი წყლით.
ნორმალური და კომბინირებული კანისთვის: ერთი კვერცხის ცილას შეურიე 2-3 სუფრის კოვზი ძახველის წვენი და წაისვი სახეზე 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით.
6. მოიშორე ცხიმიანი სიპრიალე
თუ ცხიმიანი კანი გაქვს და ყოველთვის გიპრიალებს სახე, კოსმეტოლოგების ეს საიდუმლო გამოიყენე: ქილაში ერთმანეთში აურიე ცოტაოდენი წყალი და თეთრი ძმარი, დაასველე მასში ბამბის ტამპონი და გაიწმინდე სახე. ძმარი მოგაშორებს ზედმეტ ცხიმს და გაგისუფთავებს ფორებს. გააკეთე ეს პროცედურა მაკიაჟის გაკეთებამდე და ის დიდხანს შეგინარჩუნდება.
7. გაიმკვრივე სახის კანი
სახე სისტემატურად იბანე ყინულის კუბით. შეგიძლია გამოიყენო ბალახების (გვირილა, კალენდულა) ნაყენისგან მომზადებული ყინული.
გაითვალისწინე: ყინულისგან კანი ძალიან არ უნდა გაგიწითლდეს, ერთ ადგილას ყინულის კუბის გაჩერება 1-2 წამზე დიდხანს არ შეიძლება, თორემ კანს დაიზიანებ.