თქვენ დაგჭირდებათ: სულ ცოტა მოთმინება და რეცეპტის ზედმიწევნით დაცვა.
მეთოდი # 1
- 1 ხახვი, 1 კბილი ნიორი და იხტიოლის მალამო (იყიდება აფთიაქებში).
ხახვი მოწვით ცეცხლზე დანახშირებამდე (სანამ არ გაშავდება). იხტიოლის მალამოში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი (1:1-ზე) და წაისვით პრობლემურ ადგილებზე თხელ ფენად, მაზის ზემოდან კი დაიდეთ მომწვარი ხახვი. ასე გაჩერდით 30 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღიურად 10-15 დღის განმავლობაში. არასასურველი თმა სამუდამოდ გაქრება.
მეთოდი # 2
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი.
დაფქვით კაკლის ნაჭუჭი ფქვილივით, შეურიეთ წყალი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა და თმიან ადგილებზე ისვით დღეში 3-4-ჯერ. იმეორეთ პროცედურა თმის სრულ გაქრობამდე.
მეთოდი # 3
დაფქვით კედრის კაკალი ფქვილივით, დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი და შეიზილეთ მიღებული ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. თმა სამუდამოდ გაქრება.