ეს რძის პროდუქტი ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს შეიცავს. ბიფიდობაქტერიები ორგანიზმს იმუნური დაცვის აღდგენაში ეხმარება.
ლაქტობაქტერიები კი პასუხს აგებენ ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეთვისებასა და კანში Q ვიტამინის წარმოქმნაზე (სწორედ ეს ვიტამინი გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებში). თუ ორგანიზმს ეს ბაქტერიები აკლია, ვიტამინები ცუდად შეითვისება, დაცვის უნარი ქვეითდება.
ეს კი, პირველ რიგში, კანზე აისახება, განსაკუთრებით - ცხიმიანზე, რომელიც ჩირქოვანი ანთებითი პროცესებისა და აკნესადმია მიდრეკილი. დაქვეითებული იმუნიტეტი ამწვავებს კანზე მიმდინარე ანთებით და ჩირქოვან პროცესებს.
ორგანიზმისათვის ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ნორმალური მიწოდებისათვის აუცილებელია, დღეში 1-2 ჭიქა კეფირი მიირთვათ.