ყურძენი შეიცავს გლუკოზას, ორგანულ მჟავებს, პექტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, C და B ჯგუფის ვიტამინებს.
გლუკოზას ორგანიზმი ადვილად შეითვისებს და გულის კუნთებს შესანიშნავად კვებავს. რკინა სისხლზე დადებით გავლენას ახდენს. ორგანული მჟავები ორგანიზმში მჟავა-ტუტის წონასწორობას იცავს, კალციუმს შარდმდენი ეფექტი აქვს.
ტკბილი დიეტა. შემოდგომაზე შეგიძლიათ ორგანიზმის გენერალური გასუფთავება და ყურძნის განმტვირთავი დღე ჩაიტაროთ. 2 კგ ყურძენი ხუთ ულუფად გაყავით და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით.
ხილის მჟავები, ტანინები და ბალასტური ნივთიერებები ნაწლავებსა და ღვიძლს კარგად ასუფთავებს. ვინაიდან ამ შესანიშნავ კენკრაში ბევრი გლუკოზაა, არც შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ და არც გულდამძიმება, როგორც ეს, ჩვეულებრივ, იძულებითი შიმშილის პერიოდში ხდება.
ყურძნის წვენი კანს ასუფთავებს. ყურძენი ასევე კარგია გარეგანი გამოყენებისათვის, მასში შემავალი მჟავები შესანიშნავად ასუფთავებს კანს, კვებავს, ატენიანებს და ამავე დროს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. რამდენიმე ცალი მარცვალი დასრისეთ და სახე გაიწმინდეთ. წვენი კანზე დაახლოებით ათი წუთი გაიჩერეთ. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
სასარგებლოა წიპწებიც და ფოთლებიც. წიპწებისაგან გამოხდილი ზეთი ანთებით პროცესებს აქრობს, ცხიმთა ცვლას არეგულირებს, დაღლილი და დამჭკნარი კანისათვის ძალიან სასარგებლოა. ეს არ ნიშნავს, რომ ყურძენი წიპწებიანად უნდა ჭამოთ.
უმჯობესია, სამკურნალო ზეთი აფთიაქში შეიძინოთ. გამონაკლის შემთხვევაში მას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით სვამენ, სამაგიეროდ შხაპის შემდეგ კანზე მის წასმა ყველასთვის შეიძლება.
ვაზის ფოთლებში ბევრი ვიტამინია, ამიტომ ტოლმა ვაზის ფურცლებში გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა. ასევე კარგია ფოთლების აბაზანაც. ეს პროცედურა განსაკუთრებით შველის შეშუპებულ ფეხებს და თრომბოზისაკენ მიდრეკილებას ზღუდავს.
50 გრამი ფოთოლი საკმარისია. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, სისხლძარღვების კედლები გამაგრდება, სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება და კარგი განწყობა არასოდეს დაგტოვებთ.
ნათელი მხედველობა. დაღლილი, გაწითლებული თვალები შეიძლება განიკურნოს, თუ მათზე ყურძნის ფოთლების ნაყენში დასველებულ ტამპონებს დაიდებთ.
ლამაზი სახის კანი. 40 გრამი წითელი ყურძნის ფოთლებს ადუღებული წყალი დაასხით, ნახევარი საათი გააჩერეთ და დღეში ერთი ფინჯანი დალიეთ.